
5 წლის ნინო დიასამიძეს რამდენიმე კვირის წინ მესამე სტადიის თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახმა ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ იცის. ბავშვის მდგომარეობის შესახებ დედა თამილა მჟავანაძე საუბრობს:
"ანალიზები თურქეთში გვაქვს გადაგზავნილი და ორ კვირაში იქნება პასუხი. საქართველოში გვითხრეს, რომ მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნეა. ასევე გვინდა გერმანიაშიც გადავაგზავნოთ მასალა და პასუხები შევადაროთ ერთმანეთს.
თავიდან გულირევით დაეწყო. დილით, როგორც კი გაიღვიძებდა, ეგრევე აღებინებდა. მხოლოდ ერთხელ, მერე ჩვეულებრივად იყო, თამაშობდა, საჭმელსაც ჭამდა. რამდენიმე დღე რომ გაგრძელდა, დავუკავშირდი მის ექიმს. ვიყავით კარანტინში, აჭარაში, ჩაკეტილ ზონაში. ექიმმა ტელეფონით მირჩია ჭიის წამალი. ეს კურსი რომ ჩავუტარე, ღებინება უმატებდა. აღარ ჭამდა, თავბრუ ეხვეოდა. ამასობაში გზებიც გაიხსნა და წავიყვანეთ ექიმთან. დილით კრუნჩხვა დაეწყო, გაითიშა და ბათუმში დაუსვეს დიაგნოზი, რომ არის სიმსივნური წანაზარდი. იქიდან სასწრაფოთი წამოვიყვანეთ თბილისში, 18 მაისს იაშვილის კლინიკაში მივიყვანეთ და 21 მაისს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.
ერთი კვირაა, სახლში ვართ. სასწრაფოდ სჭირდება მურნალობა. სამწუხაროდ, საქართველოში მკურნალობას არ ექვემდებარება, ამიტომ, გვინდა, რომ საზღვარგარეთ წავიყანოთ. ახლა სუსტადაა, კარგად ვერ დადის, კონცენტრირება უჭირს, თუ ვინმე გაიღებს სულ მცირე თანხას და დაეხმარება ჩემს შვილს, ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი", - განუცხადა "დრონი. ჯი"-ს თამილა მჟავანაძემ.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
თიბისი ბანკი:
GE09TB7955845064300006
კოდი: TBCBGE22
მიმღები: ფრიდონ დიასამიძე
საქართველოს ბანკი:
GE29BG0000000345868144
კოდი: BAGAGE22
მიმღები: ფრიდონ დიასამიძე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე