რეზონანსი
12.06.2020

პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.

როგორც ხასო ხანგოშვილი "რუსთავი 2-თან" ამბობს, ჩხრეკის კონკრეტული მიზეზი არ იცის და ამის შესახებ ზუსტი პასუხი არც სამართალდამცველებს უთქვამთ. თუმცა, უხუცესი ვარაუდობს, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხერკა სხვა პირს უკავშირდება.

"რაღაც აინტერესებდათ, ვერაფერი ნახეს და შემდეგ წავიდნენ. მე ვკითხე რატომ და რა მიზეზით მოვიდნენ ჩემთან, თუმცა კონკრეტულად სრული პასუხი ვერ მივიღე. ასე მითხრეს, რომ მალე გაცნობებთო. ჩვენთან ყოველთვის სტუმრიანობა არის, ალბათ ვინმე იყო ისეთი, ვისზედაც დაეჭვდნენ და ამიტომაც ჩაატარეს ჩხერკა ჩემს სახლში. სხვას ვერაფერს ვუკავშირებ,"- განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×