რეზონანსი
12.06.2020

ძალიან გვაშფოთებს ის, რომ დღევანდლამდე იყო ხუთი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცოდით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

„ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლირებადია. ძალიან გვაშფოთებს ის, რომ დღევანდლამდე იყო ხუთი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცოდით. ეს ყოველთვის არის ძალიან დამაფიქრებელი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ავად გახდა ვიღაცისგან, ვინც არ ვიცით, რომ ავადაა, სად არის და კიდევ ვის გადასდებს. ანუ, მის ახლოს წრეში ვერ მოვნახეთ ინფიცირების წყარო", - განაცხადა იმნაძემ.

„როცა ყველაფერი გაიხსნება და მობილობა გაიზრდება, აღდგება ტრანსპორტი, როგორც საქალაქთაშორისო, ისე მუნიციპალური, გაიხსნება რესტორნები და ბევრი სხვა დაწესებულება, გასაგებია, რომ მატება იქნებოდა. ანუ, მატება მოსალოდნელი იყო, მაგრამ მთავარია, ეს მატება ინტენსიური და მკვეთრი არ იყოს, რომ ამან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ გამოიწვიოს", - განაცხადა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ინფექციის გადაცემა მაქსიმალურად შემცირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×