რეზონანსი
13.06.2020

"დიდი ამბავია ნაცხროვაში, ხოფერიამ თქვა სამოქალაქო ომს მიიღებთ თუ კოალიციურ მთავრობაში ნაცები მოვლენო. დიახ, ვთქვი! და გავიმეორებ!", - პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თავის განცხადებას განმარტავს.

"თუ "ქართული ოცნება" არ მოეშვება უკანალის თამაშს ნაცებთან და მათ ანასხლეტებთან (ევროპული საქართველო), თუ კვლავ გარიგებებით და წინასწარი შეთანხმებებით მიიღებს ორ პოლიტპატიმარს, "უბერკეტო ხელისუფლებას" (როგორც პრეზიდენტმა ბრძანა), გავრილოვის მსგავს საფუძველს, რომელსაც სახელმწიფოს დამხობის მცდელობა უნდა მოყვეს, პროპორციული არჩევნების ჩავარდნას, რომელიც გამოსვლებით და ხელების გადაგრეხით გაგრძელდა, შეთანხმებას კოალიციურ უმრავლესობაზე, რომელსაც კოალიციური მთავრობა და სახელისუფლებო კრიზისი მოჰყვება. რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მკვლელების დაბრუნებას ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურად, უნდა დამთავრდეს სამოქალაქო ომით!

ნაცმკვლელები გვემუქრებიან, რომ არჩევნების შემდგომ მოაწყობენ გამოსვლებს და ხელისუფლების დამხობას. ჰო და, მეც წინასწარ ვპროგნოზირებ, ვითვალისწინებ რა ჩემი ქვეყნის უმრავლესობის განწყობებს და გეუბნებით, ყველა ლოგიკური ჯაჭვი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებამდე. არ მაქვს უფლება გამოვთქვა ჩემი აზრი? არ მაქვს უფლება გავაფრთხილო საზოგადოება? მაქვს! მაქვს! ოღონდ, ნაკლებად მაინტერესებს ნაცხროვა რას ფიქრობს ამაზე! მე დღევანდელ ხელისუფლებას ვაფრთხილებ!

და არანაირი 13 კორუმპირებული კონგრესმენის არავის არ ეშინია! ყველამ თავისი ქვეყნის არეულ-დარეულს მიხედოს! ნაცები ვერანაირი გზით ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში! ბასტა!", - წერს ხათუნა ხოფერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×