
„რეალისტიური რაცაა, ესაა კოორდინაცია-კონსოლიდაცია თბილისში და კონკურენცია რეგიონებში და ჯამურად, მრავალი ფლანგიდან ოპოზიციას ხელისუფლების დამარცხების შანსი ექნება," - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.
ბერძენიშვილის აზრით, სააკაშვილის შეთავაზება არარეალისტურია და მის განხილვას აზრიც არ აქვს.
„იმდენმა პარტიამ თქვა უარი, რომ ეს არაა განსახილველი თემა. ამიტომ აზრი არ აქვს, ეს რომ არ შედგება, უკვე ცნობილია. საერთოდ, პოლიტიკური პლურალიზმის პერიოდია და არჩევნებში ბევრის ობიექტი მიიღებს მონაწილეობას. რეალობა ისაა, რომ ეს წინადადება პოლიტიკური სპექტრის მიერ მიღებული არაა და რა რეალობაშიც ვართ, იმ რეალობაში ვართ.
„ფორმულა - კოორდინაცია-კონსოლიდაცია მაჟორიტარებში თბილისში და კონკურენცია რეგიონებში - ძალაში რჩება და ასევე გაგრძელდება.
„ეს (ერთიანი საარჩევნო სია) იმდენად არარეალისტურია, იმდენმა პარტიამ თქვა უარი, რომ აზრი არ აქვს. რეალისტიური რაცაა, ესაა კოორდინაცია-კონსოლიდაცია თბილისში და კონკურენცია რეგიონებში და ოპოზიციას ჯამურად მრავალი ფლანგიდან ხელისუფლების დამარცხების შანსი ექნება", - განაცხადა ბერძენიშვილმა.