
პატარა ნანუკამ, რომელსაც მთელი საქართველო ულშემატკივრობდა ლეიკემია დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გოგონას დედა მარინა მოსიაშვილი ავრცელებს.
„მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. ამ სიხარულს გულში ვერ ვიტევ, მინდა ხმით ვიყვირო. 2015 წლის 12 ივნისი საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ის დღე, როცა ჩემს ერთადერთ შვილს 5 წლის ნანუკას საშინელი დიაგნოზი - ლეიკემია დაუსვეს. ჩემთვის ცხოვრება თითქოს დამთავრდა, თავზე ჩამომენგრა ყველაფერი, მაგრამ არ დავნებდით, ვიბრძოლეთ... და ახლა -2020 წლის 12 ივნისს, 5 წლის, ბევრი უძილო ღამისა და ბევრი ცრემლის, დარდისა და ვაების შემდეგ, გათენდა ეს დღეც, რომ დამთავრდა ყველაფერი. ახლა ბედნიერი დედა ვარ. ნანუკა სრულიად ჯანმრთელი მყავს.
ამ წლების განმავლობაში 9 თვე ნახევარი ვიწექით იაშვილს კლინიკაში, ქიმიის სამი კურსი გაიკეთა. ძალიან მძიმედ მყავდა. 3 თვე ჩაწოლილი იყო, ვერც დადიოდა... თუმცა ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ნანუკას ჯანმრთელს დავიბრუნებდი.
მინდა გავამხნევო ის დედები, ვინც ახლა იბრძვის - ლეიკემია იკურნება..." - ამბობს გოგოს დედაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე