
საქართველოში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ე.წ. მეორე ტალღას შემოდგომით პროგნოზირებდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსზე ყველაფერთად ერთად ჰაერის ტემპერატურამ არანაირი გავლენა არ იქონია. უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომლის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება და ზაფხულშივე ფაქტიურად მეორე ტალღის საშიშროების წინაშე დევდექით.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 ინფექციის დაფიქსირებიდან დაახლოებით ექვსი თვე გავიდა, ამ ვირუსის შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ ვიცით.
ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსი ჰაერის ტემპერატურასთან მიმართებაში საკმაოდ გამძლე აღმოჩნდა, თუმცა, მისი აზრით, საქართველოს აღმოაჩნდა ის „სიკეთე" , რომ ინფექციის სწრაფი გადაცემა არ მიდის, როგორიც აზერბაიჯანსა და სომხეთშია.
„ვირუსი ყოველთვის კლასიკური იქნება, ოღონდ სხვადასხვა თვისებებით, უბრალოდ ეს ვირუსი ძალიან გამძლე აღმოჩნდა, თუმცა, თუ მაინცდამაინც აქცენტი ჰაერის ტემპერატურაზე გვაქვს გადატანილი, სიცხეები ახლახანს დაიწყო. მეორე მომნენტია ის, რომ ძალიან ადვილი გადაცემის უნარი აქვს, თუმცა, საქართველოზე რატომღაც ეს მომენტი არ მუშაობს, თუმცა, ამიერკავკასიის ორ ქვეყანაში აზერბაიჯანში და სომხეთში მუშაობს, სადაც ძალიან სეიოზული სიტუაციაა.
„თუ მისცემ საშუალებას, რომ კორონავირუსი გავრცელდეს, ძალიან ადვილად ვრცელდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ იმ სიკეთეს, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით გვაქვს, სიფრთხილით მოეკიდონ, მაგრამ აგერ უკვე ახალი შემთხვევები, და ახალი კლასტერიც გვაქვს - თორემ ამ ვირუსს განსაკუთრებული არაფერი არ აქვს.
„მეორე მომენტია ის, რომ ვირუსის რეპლიკაცია (გავრცელება), რაც უფრო ხანრძლივად მიმდინარეობს, მით უფრო ძლიარდება, რასაც პასაჟირება ჰქვია და ვირუსი უფრო მეტად ძლიერი და ტოქსიური ხდება, ეს კი იმუნიტეტს უფრო ადვილად ებრძვის. ამითია განსხვავება, თორემ ის, რომ არიქა ვირუსი სხვა რაღაცაა და ეს სხვა მოვლენაა, ეს არ ვიცი. თუმცაღა, ახალი ეჭვები კიდევ წამოვიდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, მე ამის დასტური არ მაქვს, თუმცა, თუ დადგინდება, რომ ეს ასე, არ გამიკვირდება.
„სანამ ვაქცინა არ გამოიგიონეს ყვავილისგან მილიონობით ადამიანი იღუპებოდა, „ყვავილს" უმაღლესი ლეტალობა ახასიათებდა და კორონავირუსი აღმოჩნდა, რომ როგორც ბატონმა თენგიზმა (ცერცვაძე) განაცხადა, ის ჩვენთან დარჩება და იქნებაო.
"რეალურადაც ეგრე გამოდის, როგორც გრიპი რჩება ხოლმე - უბრალოდ, ეს რადგან ახალი იყო, ამიტომ გაგრძელდა, თუმცა, იმუნური ფენა რომ წამოვა, მერე ალბათ გადავა იმ ფაზაში - ადრე გაზაფხული-გვიანი შემოდგომა, მაშინ დაემართება ხოლმე ხალხს, როდესაც ადამიანებისთვის დამახასიათებელი დაბალი იმუნიტეტია.
"თუმცა, თუ აცრები შეიქმნება და მჯერა, რომ ვაქცინა შეიქმნება, მაშინ უკვე უკეთესი სიტუაციაც შეგვექმნება - თორემ ანტივირუსული პრეპარატის შექმნა ძალიან რთულია, ვაქცინის შექმნა ბევრად უფრო ადვილი" - განაცხადა ხმალაძემ.
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსი 6 თვეზე მეტია მძვინვარებს და ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც საკმაოდ მაღალია, ამ ვირუსის შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ ვიცით.
„პირდაპირ მეც შემიძლია ვთქვა,რომ ამ ვირუსის შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ ვიცით, არ ვიცით იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონამდე ავიდა, გარდაცვლილია ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. უკვე უნდა გვქონდეს საკმაოდ დიდი კლინიკური მასალაც, მაგრამ ეს ვირუსი პერიოდულობით ახალ და ახალ რაღაცეებს გვაძლევს.
„წარმოიდგინეთ ჯერჯერობით ისიც კი არ ვიცით ის იმუნიტეტი რამდენად მდგრადია, რომელ ადამიანსაც ეს ვირუსი მსუბუქ, საშუალო, ან რთული ფორმით გადაიტანა, ამ იმუნიტეტის მდგრადობის ინფორმაციაც არ გაგვაჩნია.
„თბილი ამინდი და სიცხე ამას არაფერს უშველის, ამას ჯერ კიდევ თებერვალში ვამბობდი, სხვა კორონავირუსებიც სიცხე-სიცივეს არ ექვემდებარებიან - ზაფხული მოვიდა და არაფერი არ მოხდა, რაოდენობამ თითქმის არ დაიწია.
„თუ არ მეშლება ვაქცინაზე 41 კომპანია მუშაობს, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სხვადასხვა ტიპისაა, რა ინფორმაციასაც თვალს ვადევნებ, ჯერჯერობით დამაიმედებელი ინფორმაცია არ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ვაქცინა არ გამოვა, იმედია გამოვა.
„თუმცა, კორონავირუსის მონათესავე ვირუსები რომ ავიღოით, რომელმაც „სარსი" და „მერსი" გამოიწვია, რომელთა ლეტალობა საკმაოდ მაღალი იყო, დღემდე ვაქცინა გამოგონებული არაა, იგივე შემიძლია ვთქვა ებოლას ვირუსზეც.
„თუ ე.წ. სეზონური გრიპის ვირუსი რაღაცა პერიოდების განმავლობაში იცვლება და ყოველწლიურად ახალი ვაქცინა გვიწევს, ამის პროგნოზირება შეიძლება, მაგრამ კორონავირუსზე, იმის მიუხედავად რომ დაახლოებით 6 თვეა გასული და უზარმაზარი კლინიკური მასალაა, ჯერჯერობით არ ვიცით რა იქნება.
„იყო ასეთი გამონათქვამები - პიკი მოვა და ჩამოვა, მეორე ტალღას ოქტომბერში უნდა ველოდოთო, ახლა გამოდიან და იძახიან შესაძლოა ხვალვე დაიწყოსო, საინეტერესოა რაზეა ეს დაფუძნებული.
"კიდევ ძალიან საინტერესო ფაქტია კონდინციონერების არ ჩართვა, ის საკონდინციონერო სისტემა, რომელიც ე.წ. დახურული სისტემაა, იქ რა თქმა უნდა შესაძლოა პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ბინის, მანქანის, ავტობუსის, საგამოცდო ცენტრების (დიდი) კონდინციონერების არგამოყენების დასაბუთება, კვლევები, ან ფაქტები მე ვერ ვიპოვე, ამაზე პრატიკულად ერთადერთი ჩინური კვლევა იყო რაც ვნახე, მეტი კვლევა ამის შესახებ მე ვერ ვნახე" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაბნეულობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია, რაზეც მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებებიც მეტყველებს. (ჯანმო)
„იმის მიუხედავად ვითომ კორონავირუსზე მასალა ბევრია, რეალურად ძალიან ცოტა ინფორმაციაა - რუსები და თურქები გამოდიან, რომ ვაქცინა არა, მაგრამ მედიკამენტი გამოვიგონეთო, ეს მედიკამენტი გამოგონებული არაა, ადრეც არსებობდა, რომელიც უბრალოდ გამოვიყენეთო და შედეგები მოგვცესო, იგივე პლაქველინის თემამ ანეგდოტურ სიტუაციამდე მიგვიყვანა.
"ჯანმო ჯერ იძახის, რომ პლანქველინი გამოიყენეთო, მერე ამოიღეთო, ახლა უკან დავაბრუნოთო, ესეც კიდევ ერთხელ მიუითითებს, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან დიდი დაბნეულობაა.
„ვაქცინას კი დრო სჭირდება - ჯერ უნდა გამოიცადოს ცხოველებზე, პრიმატებზე, ადამიანებზე, პრე-კლინიკური კვლევები, კლინიკური კვლევები, უსაფრთხოების კვლევები, შეიძლება ვაქცინა გამოვიყენო, მაგრამ ხომ უნდა დავაკვირდე? შესაძლოა დღეს არაფერი არ მომცა, მაგრამ ხომ უნდა გავიგო რაღაცა პერიოდის შემდეგ, რაღაცა გართულებებს, მუტაციებს, ხომ არ იძლევა" - განაცხადა სურგულაძემ.