რეზონანსი
16.06.2020

რეკლამა

ქალაქ დიჟონში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც არაბების მიერ 16 წლის ჩეჩენის ცემის შემდეგ, მთელი ევროპის მასშტაბით ჩეჩნებმა განგაში გამოაცხადეს. გერმანიიდან, ბელგიიდან და მთელი საფრანგეთიდან ჩამოსულმა ჩეჩენთა რაზმები არაბთა კვების ობიექტებს ესხმოდნენ თავს, ქუჩები კი შეარაღებული ხალხით გაივსო. ქალაქში 3 დღეს ისმის სროლის ხმა, იწვის მანქანები.

ჩეჩნების მტკიცებით, კონფლიქტი ადგილობრივმა არაბმა ნარკოგამავრცელებლებმა წამოიწყეს, სწორედ ისინი დარბიან ავტომატებით ქალაქის ქუჩებში  და ატერორებენ მოსახლეობას.

ქალაქში ჟანდარმერიისა და პოლიციის დამატებითი ძალებია გადასროლილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×