
„ვინ რას იტყვის და ვინ როგორ შემოიხევს ტანზე, მე ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია საგამოძიებო უწყებებმა დადონ არგმუნეტებით გამყარებული მასალები. თუცმა, პირადად ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავი კითხვა მიჩნდება, მათ შორის ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი დანაშაულის დაგეგმვა და ვის უნდოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ჟურანლისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებლ ინფორმაციას.
კონტრტერორისტული სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებული იქნა რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი. ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მუშაობის დროს მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.
„ფაქტია, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული. ეს არის უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის შედეგი. პირადად მე არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს, ვინ რას იტყვის და ვინ როგორ შემოიხევს ტანზე. ჩემთვის მთავარია, რომ საგამოიებო უწყებემა დადონ არგმუნტებით გამყარებული მასალები.
„უამრავი კითხვა მიჩნდება, თუ ვინ დგას ყველაფერი ამის უკან; ვის ინტერესებში იყო, რომ დისონანსი შემოეტანა ქვეყნის ცხოვრებაში; ვის სურდა ამ თემით პოლიტიკური ქულები დაეწერა და ა.შ.
„არ მინდა ღრმად წავიდე, მაგრამ ყველამ იცის, რომ იყო მცდელობა ვინმე მსხვერპლად შეწირულიყო და შემდეგ ქვეყანაში ყოფილიყო დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს მხოლოდ ჩემი ფიქრებია...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ კობა კობალაძემ.