
„რადგანაც მაჟორიტარების რაოდენობა უნდა შემცირდეს, აქედან გამომდინარე ზოგიერთებს ეუბნებიან, რომ უნდა დათმოს, დაანებოს", - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომლის ინფორმაციითაც, „ქართულ ოცნებაში" საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული დაპირისპირებაა.
ჭიჭინაძის ინფორმაციით, პარტიაში უთანხმოება მაჟორიტარ კანდიდატების შემირებასთან დაკიავშირებით წარმოიშვა.
„ინფორმაცია დაახლოებით ისეთია, რომ („ქართულ ოცნებაში") მოლაპარაკება მიმდინარეობს, იმიტომ, რომ რადგანაც მაჟორიტარების რაოდენობა უნდა შემცირდეს, აქედან გამომდინარე ზოგიერთებს ეუბნებიან, რომ უნდა დათმოს, დაანებოს, იმიტომ, რომ ოთხი და ხუთი რაიონი რომ ერთიანდება, დღეს რომ რამდენიმე მაჟორიტარია, რა თქმა უნდა ერთამდე უნდა შემცირდეს. ასე რომ, ასეთი სიტუაციებია. ვის, როგორ და რანაირად დააბინავებენ და რამდენად გამოუვათ - ეს უკვე მეორე საკითხია", - აცხადებს ჭიჭინაძე.
მისივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით პარტიაში სერიოზული დაძაბულობა და შიდა დაპირისპირებაა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, რომლის განხილვაც პარლამენტში 19 ივლისს დაიწყება, მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე მცირდება.