
“პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის” დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოდით დავფიქრდეთ ვის ინტერესში შედის გაბუნიაზე თავდასხმა, სიცოცხლის მოსპობის მიზეზით და რატომ?!
ვერსია N1 – რუსეთი:
რუსეთს არგუმენტები და მიზეზი აქვს, ერთი წლის წინ მათ პრეზიდებტს გაბუნია მოიხსენიებდა უკანასკნელი სიტყვებით! ამისთვის რუსეთის სპეც სამსახურებს შეეძლოთ კადიროვის კლანის გამოყენება. აქვე ერთი წინადადებით ვაქარწყლებ ამ ვერსიას! რუსეთს როდესაც ვინმეს ლიკვიდაცია უნდა იმას ისე აკეთებს, რომ ჩვენი “სუსი” კი არა, ვერც ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტი და ვერც მი-6 ვერ უშიფრავს მაგ საქმეს!
ვერსია N2 პოლიტიკური კონკურენცია კერძოდ ოცნება და ოცნებასთან დაახლოებული “ტიპები”…
– სასიკვდილოდ არა მგონია ვინმეს ემეტებოდეს გაბუნია, მით უფრო ეს ვნებათაღელვას გამოიწვევს, მაგრამ რაც მართალია მისი გადაცემები ბევრს აღიზიანებს… მაგრამ სიკვდილი?! არა მგონია! უფრო დაშინება!
ვერსია N3 გვარამია-გაბუნიას (ნაცების) გეგმა:
– სიმართლე გითხრათ ყველაზე რეალისტურად სწორედ ეს ვერსია მიმაჩნია!
გვარამიას-გაბუნიას რაღაც საოცრება აქვთ დაგეგმილი საარჩევნოდ და ამიტომ თავიდანვე-დასაწყისშივე სურთ დახატონ წამებულები საკუთარი თავიდან, რადგან ის სიბინძურე გაპრავდეს რაც ამ TV-დან უნდა წამოვიდეს წინასაარჩევნოდ!”
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე