რეზონანსი
17.06.2020

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, ქეთევან გრიგორაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავის კოლეგასთან ერთად ჩხუბობდა ფეისბუქზე განმარტებას აქვეყნებს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან მისული პრემიერ მინისტრის კომენტარი ჩაწერეს, როდესაც გახარია წავიდა ორი ჟურნალისტი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

,,მეგობრებო, ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომელმაც სრულიად ადეკვატურად შეშფოთება გამოიწვია თქვენში.

პირველ რიგში ჩვენ, ჟურნალისტები ვდგავართ წინა ხაზზე ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ვამხელთ და გიყვებით ადამიანებზე, რომლებიც გაუგონარ ბოროტებას სჩადიან. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემგანაც მოგესმინათ რამდენიმე სიტყვა დღევანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით.კადრები თქვენმა უმეტესობამ უკვე ნახა, რაღაც შეამჩნიეთ, რაღაც გამოგრჩათ და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეთ. თავის მართლებას არ ვაპირებ, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი (ვინც გადაღებაზე იყო ალბათ დამეთანხმება). უბრალოდ ვწუხვარ იმის გამო, რომ წყობიდან გამოვედი და ამ მდგომარეობამდე მივედი. ვინც მიცნობს, მათთვის ასახსნელიც არაფერია. ყველამ კარგად იცის, როგორი წარმოუდგენელია ჩემგან თუნდაც ხმამაღალი საუბარი...ბოდიშს ვუხდი მხოლოდ ტელეკომპანია "იმედს", რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე და ჩემი თავშეუკავებლობის გამო ჩემს კოლეგებს უწევთ თავის მართლება. ახლა თავად ტელევიზიის გადასაწყვეტია ყველაფერი.

PS. მადლობა იმ "სააგენტოებს", "ჟურნალისტებს", "მეგობრებს", ვინც არ დაიზარეთ და "რეიტინგის" გამო ვიდეო სოციალურ ქსელში განხილვის თემად აქციეთ. მაინც გახსოვდეთ, რომ 0.01 შეარისთვის კოლეგიალურობა არ უნდა დაივიწყოთ"- წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×