რეზონანსი
17.06.2020

ქართველი მომღერალი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს იმედის ეთერში ჰყვება, რომ რადგან ის რუსეთში იმყოფება და როდესაც ომი იყო საქართველოში არ ჩამოვიდა სწორედ ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ.

იმედის ჟურნალისტმა ქეთა თოფურიას კითხვით მიმართა, უმღერის თუ არა ის ვლადიმერ პუტინს, როგორც მომღერალი პასუხობს ის კონკრეტულად პუტინს არ უმღერის.

„პუტინს კონკრეტულად არ ვუმღერი. რუსეთში ვარ, აქ ვმოღვაწეობ, როცა ომი იყო მაგ პერიოდში არ დავბრუნდი და ამის გამო წამოვიდა კრიტიკა ჩემს მიმართ, ასევე 9 მაისს ფორმით, რომ გამოვედი.

ამაზე გულახდილად მინდა გითხრათ, ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო შეკვეთილი ისტორია ისეთი ადამიანისგან, ვისთანაც ვმეგობრობდი, მაგრამ როდესაც ამბავი იწყება პოლიტიკაზე, იქ ყოველთვის საშინელი სიბინძურეა და მაქსიმალურად ვცდილობ გავერიდო ამ სიტუაციას, მაგრამ სულ ვიჭყლიტები. რადგან მოსკოვში ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვშოულობ ფულს, მაგიტომაა"- ამბობს ქეთა თოფურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×