რეზონანსი
18.06.2020

კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის სიმღერას, რომელიც კორონავირუსის პანდემიას ეძღვნებოდა მარინა ბერიძე გამოეხმაურა. იგი გაოგნებულია და ისეთი შთაბეჭდილება აქვს, რომ რომ კომპოზიტორმა ძალიან ცუდად იხუმრა.

"დავიწყე ამ სიმღერის მოსმენა და გავთიშე. ვერ გავიგე, გავოგნდი. მე ასე ვიცი, თუ ადამიანი მიყვარს და ახლობელია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან იხუმრა, მაგრამ ცუდად იხუმრა. ვატო რომ ნიჭიერი, სერიოზული და განათლებული მუსიკოსია, ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს.

იუმორი ზოგს აქვს, ზოგს – არა. ვის რა გამოხატვა ჰქონდა ამ თვითიზოლაციაში, არავინ იცის. ვიღაც სერიალებს ჩაუჯდა, ვიღაც წიგნებს, ვატომ აიღო და რაღაც მობოდა.  კარგი, ხო, იხუმრა! ან არ იხუმრა! ისედაც ისეთ შავ დღეში არიან მუსიკოსები. არანაირი სახსრები არ აქვთ და არც არავის აინტერესებს ეს", - განაცხადა ბერიძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×