ია აბულაშვილი
18.06.2020

უბისისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომლის სიტორია მე-9 საუკუნიდან იწყება, გრიგოლ ხანძთელის სახელთან არის დაკავშირებული. გიორგი მერჩულე უბისიის ეკლესიის დაარსების შესახებ მოგვითხრობს თავის თხზულებაში: "მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისა მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა უბეი".

მონასტრის ისტორია გრძელდება მე-12 საუკუნეში, რაზედაც მიანიშნებს სვეტზე შესრულებული წარწერა "მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონსტრისა ესე და სუეტიც ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვიგვინოსანის დიმეტრი მეფეთა მეფისა, ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361-ზე დაწერილი სარკინოზსა 538".

წარწერის თანხმად, ეს სვეტი (კოშკი) აუგია სიმონ ჭყონდიდელს 1141 წელს დემტრეს მეფობის დროს. უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობა იყო. თითოეულ სართულზე თითი ოთახი. კიბეებით ზევით კი ადიოდნენ სამლოცველოში, სადაც ასევე იყო წიგნთსაცავი.

უბისის ეკლესია ძალიან ჰყვარებია თამარ მეფეს და იგი გაუმშვენებია კიდეც. ხალხურ პოეზიაში შემორჩენილია თამარისადმი მიძღვნილი ერთი ლექსი, რომელიც უბისისი ეკლესიის აგებას უკავშირდება "უბისს ავაგე საყდარი".

მონასტერი საუკუნეების მანძილზე იყო საგანმანათლებლო კერა, სადაც ხდებოდა წიგნების გადაწერა. მონასტერში არსებობდა ჭედურობისა და ხატწერის სკოლა. უბისის მონატსრის მხატვრობა კი ქართული ფერწერული სკოლის უნიკალცრი ნიმუშია.

მე-14 საუკუნეში მეფე გიორგი ბრწყინვალეს დროს უბისის მონასტერი მოუხატავს იმ დროის ცნობილ მხატვარს დამიანეს. მისი სახელი შემორჩნილია ერთ-ერთ ფრესკაზე " საიდუმლო სერობა". ტაძრის კედლებზე გამოსახულია ყველა საუფლო დღესაწაული, ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება; განსაკუთრებული მნიშვნელობის ფრესკებია "უბისის წმინდა გიორგის ფრესკა" და "საიდუმლო სერობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×