
„ბიძინა ივანიშვილი როცა მოვიდა ხელისუფლებაში, არ მოუთხოვია საარჩევნო სისტემა შემიცვალეთო. შალიკოს ფანჩატურის ოპოზიცია მხარს თუ არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს ცვლილებები მაინც გავა. თვითონ მიჰყავთ საქმე იქითკენ, რომ 31 ოქტომბერს მაგათი იდეოლოგია ისტორიას ჩაბარდება," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშლერ გვენეტაძე საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებთი „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს.
„ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შალიკოს ფანჩატურში იკრიბებოდა და მაჟორიტარ კანდიდატეებს არჩევდა, ნაფტალინიდან ამოღებული პოლიტიკოსები არიან, ამიტომ მათი შანსები მომავალ არჩევნებში ნულიდან მინუს ერთამდეა. იმედი ჰქონდათ, რომ „ლელო" მიიღებდა მონაწილოებას ამ ერთობაში, მაგრამ „ლელო" უფრო პრინციპული აღმოჩნდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ამ არჩევნებში შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციასთან შედარებით მეტი ხმა აიღოს.
რა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ბოიკოტირებას, რომელიც „ევროპულმა საქართველომ" და „ნაციონალურმა მოძრობამ" გამოუცხადეს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა. როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მას არ უთხოვია საარჩევნო სისტემა შემიცვალეთო. ოპოზიციას კი საქმე ისე მიჰყავს, რომ როგორც ბაუბუაჩემი დაბრუნდება თავისი იდეოლოგიით, ისე დაბრუნდება ეს ოპოზიცია თავისი იდეოლოგიიით. განსხვავება ისაა, რომ ბაბუაჩემს ქართული იდელოგია ჰქონდა - „მამული, ენა, სარწმუნოება". ამათი იდეოლგია კი არის „არაფერი ქართული, არფერი ეროვნული, მხოლოდ სკამები".
ეს ხალხია ნეოტროცკისტები, ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველანაირ სისიძაგლეს რომ ჩაიდენენ. საშობაო გოჭივით არ წირავდნენ, თავად როგორც ამბობენ, „გამოჩენილ ჟურნალისტ", საცოდავ გაბუნიას? სკამის გულისთვის კიდევ ბევრ სისაძაგლეს ჩაიდენენ, მაგრამ მაგათი იდეოლოგია 31 ოქტომბერს ისტორიას ჩაბარდება," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.