რეზონანსი
19.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ზრდის ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა.

მისი თქმით, 18 ივნისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა. უამრავ ადამიანს მობეზრდა სახლში ყოფნა და ეს გასაგებიც არის. ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკების გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის", - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×