
21 ივნისის ასტროლოგიურ პროოგნოზს, მიხეილ ცაგარელისგან პორტალი ,,ფორტუნა" ავრცელებს.
დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ახალმთვარეობაა და იმავდროულად მზის დაბნელება. მან პიკს 10:41 წუთზე მიაღწია, ეს მოვლენა მეტად განაპირობებს აგრესიის, დეპრესიისა, ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. იყავით ფრთხილად და წინდახედულად.
ასევე დღეს ზაფხულის დღებუდობაა, დღე ყველაზე გრძელია, მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ ერთი თვით დარჩება.
კარგი დღეა ლოცვისთვის, მონანიებისთვის და სურვილების ჩასათქმელად. მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთიობებს, ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, სესხის ასაღებად.
სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისათვის, დაძაბულია დღე ვერძთათვის და მერწულთათვის", - აცხადებს ცაგარელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე