რეზონანსი
24.06.2020

თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა „რეაქციაში" იხსენებს თუ როგორ ნახა ივანიშვილი პირველად.

ჩერგოლეიშვილი ჰყვება, როდესაც ის და გიგა ქორწინდებოდნენ მათ მანქანა გაუფუჭდათ და ამ დროს სწორედ ბიძინა ივანიშვილი მათ დაეხმარა.

​„მე და გიგა, რომ ვქორწინდებოდით არც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, მანქანა გაგვიჩერა და გვათხოვა.

მივდიოდით გრიგოლეთში კვარიათიდან, ვქორწინდებოდით, ოჯახიც იყო გიგასი და მანქანა ვითხოვეთ, გზაში მანქანამ წყალი აადუღა და გაჩერდა. ციცინათელასთან გავჩერდით, ჩაიარა ორმა მანქანამ და ისევ უკან მობრუნდნენ.

ჩაიწია შუშა, გამხდარმა კაცმა გამოიხედა და დაგიტოვებთ ჩემს მანქანას მოგხედავენო. საერთოდ ნანახიც არ გვყავდა, არც ვიცოდით ვინ იყო. თავდაცვის სამინისტროდან გვეგონა და უცებ მძღოლმა ჩაილაპარაკა, რომ თავდაცვის სამინისტროდან არ ვართო, ეს ბიძინა ივანიშვილიაო. ეს იყო 2005 წლის აგვისტო და ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან", - იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×