ია აბულაშვილი
25.06.2020

მე-11 საუკუნის ბოლოს ანტიოქიაში, შავ მთაზე, წმინდა სვიმონ საკვირველმოქმედის მონასტერში მოღვაწეობდა ქართველი მოღვაწე არსენ იყალთოელი. არსენი დაბადებულა "დაბასა შინა იყალთოში", აქედან მიუღია ზედწოდება "იყალთოელი".

ბავშვობა იყალთოში გაატარა. ჭაბუკობის ჟამს კი სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, არსენი იერუსალმის "ჯვრის მონასტერში" სწავლობდა.

"უსწავლია ენა ელინური, ასურული და არაბული". არსენი იმ 80 მოსწავლეთა შორის ყოფილა, რომელიც გიორგი მთაწმინდელმა 1065 წელს სასწავლებლად წაიყვანა კონსტანტინეპოლში.

შედეგ სწავლა განაგრძო მანგანის აკადემიაში, რომლიც მე-11 საუკუნეში მთელს ბიზანტიის იმპერიაში განთქმული უმაღლესი სასწავლებელი იყო. იმ დროს მანგანის აკადემიაში ფილოსოფიას ასწავლიდა იოანე პეტრიწი. სწორედ მანგანის აკადემიაში თარგმნა არსენ იყალთოელმა უდდესი თხზულებანი, ანასტასი სანელის "წინამძღვარი". ტრაქტატები. გიორგი ამორტელის "ხრონოგრაფი", რომელიც ქართველთათვის ერთ-ერთი სახელმძღვანელო იყო მსოფლიო ისტორიის შესასწავლად.

1103 წელს არსენ იყალთოელი დავით აღმაშენებლის მოწვევით საქართველოში დაბრუნდა. დავით მეფე საეკლესიო რეფორმისთვის ემზადებოდა, საამისოდ კი სჭირდებოდა სწორედ ისეთი მოღვაწე, როგორც არსენ იყალთოელი იყო და ამ საქმეში დაეხმარებოდა. საქართველოში მოსვლის დღიდან არსენი გამხდარა დავით მეფის მოძღვარი, მეთფე კი მისი მორჩილი შეგირდი. ეს სულიერი ახლობლობა 25 წელს გრძელდებოდა, დავითის გარდაცვალებამდე.

სასულიერ კრება, რომელიც ისტორიაში რუის-ურბნისის კრების სახელით შევიდა და რომლის ინიციატორიც დავით აღმაშენებელი იყო, ამ კრებაზე ეკლესიის უღირსი მამები უნდა დაესაჯათ; ამისთვის საჭირო იყო ახალი იურიდიული დოკუმენტი. არსენ იყალთოელს ბერძნულიდან ქართულ ენაზე უთარგმნია "დიდლი სჯულის კანონი", რომლითაც განიკითხნა მტუყან-მართალნი რუის- ურბნისისი კრებაზე. ამ კრების განჩინება თავად არსენ ყალოელმა შეადგინა. კრების საზეიმო ეპისტოლეც არსენ იყლთოელმა დაწერა და დავით აღმაშენებელს მიმართვა.

არსენ იყალოთელს დაავალა დავით აღმაშენებლმა ერის განათლებზე ზრუნვა. ამ მიზნით დაუარსებია გელათის აკადემია, ბიზანტიური ტიპის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მალე გადაიქცა "ყოველთა აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმი".

არსენ იყალთოელი ძალიან ბევრს შრომობდა წერდა ,თარგმნიდა. უძლობით დაქანცულს, ერთხელ მელნის ჭურჭელი გადაუბრუნდა და ქაღალდისთვის უთქვამს, არა უშავს რომ დაგსვარე, დაე შენც გაიჭირვე ჩემსავითო. "აჰა, ქაღალდო, დაგსუარე, ეგრეთვე უძილოსა მე გარდამკვრია დასტი, შენცა იჭირვოდი"- მიუწერია ერთ მარვალთავზე არსენ იყალთოელს.

"წმინდა ნინოს ცხოვრება", ეს უნიკალური თხზულება არსენ იყალოთელმა შიო- მღვიმში დაწერა და იქვე დაასრულა "დოღამტიკოსნის" თარგმნა, როელშიც შედიოდა წმინდა იოანე დამასკელის "ცოდნის წყარო", თეოდორე აბუკურის ფილოსოფიური ტრაქტატები. კირილე ალექსანდრიელის და სხვათა პოლემიკური ხასიათის ნაშრომები და ეპისტოლეები. წმინდა არსენ იყალთოელი ითვლება იყალთოს (იყალთოს აკადემიის) ფილოსოფიური სკოლის დამაარსებლად, მის რექტორად და მოძღვარდა. ცხოვრების ბოლო წლები იყალთოში გაატარა და იქვეა დაკრძალული.

"ზენონის საფლავი ვითარცა ლუსკუმა, ეგრეთ მაღალ არს, ხოლო მის გვერდით მიკრულ არს საფლავი წმიდისა და ღირსის არსენ იყალთოელის"- ასე აღწერს თეიმურაზ ბაგრატიონი არსენ იყალოთელის საფლავს იყალთოს აკადემიაში, სადაც ქართველი მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე 12 ასურელი მამის ზენონის გვერდით განისვენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×