ორშაბათიდან სოციალური აგენტები მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ
თამარ მუკბანიანი
25.06.2020

სოციალური აგენტები, სოციალურ დაცვას და გარანტიებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ. სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმებულებს 80 ლარიდან ხელფასის 160 ლარამდე გაზრდას და სამუშაო ჯგუფის შემქნას სთავაზობს, სადაც სოცმუშაკების ინტერესების დამცველი პროფკავშირი წარმოდგენილი არ იქნება. ეს პირობები აგენტებისთვის ნიუღებელია.

ირკვევა, რომ ადამიანები, რომელთა მუშაობაზეც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის ქულების მინიჭებაა დამოკიდებული, ხშირად ბენეფიციარებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. სახელმწიფოს კი ამ ეტაპზე მათთვის ხელფასის 100-პროცენტიანი ,,ზრდის“ შეთავაზება შეუძლია, რითიც სოციალური მუშაკების ხელფასი მხოლოდ 160 ლარი გახდება. 

არც 25 ივნისს გამართულ შეხვედრაზე და არც სამუშაო ჯგუფში, რომელიც ორშაბათიდან შეიქმნება, ადგილი არ არის აღმოჩნდა პროფკავშირისათვის, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს იცავს. მიზეზად უწყებაში შიდა სამუშაო ფორმატს ასახელებენ, რომელშიც გარე პირის ჩართვა, წამოუდგენლად მიაჩნიათ. 

ბოლო შეხვედრიდან კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და დასკვნა გამოიტანეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფროსმა გიორგი წოწკოლაურმა და თავად სოციალურმა აგენტებმა და მათმა ხელმძღვანელებმა. 

სოციალური აგენტი გიორგი ფურელიანი ,,რეზოანსნთან“ ამბობს, რომ შეთანხმება არ შემდგარა, რადგან საააგენტოს შეთანხმება ხელფასის 80 ლარით მომატებაა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ძალაშია  გადაწყვეტილება ორშაბათიდან გაფიცვის შესახებ. 

,,პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ პროფკავშირების დაანონსებული გაფიცვის შემდეგ სააგენტომ მოაწყო შეხვედრა, რომელზეც პროფკავშირის დასწრებაზე უარი განაცხადა. როცა ჩვენს იურისტს დასწრებაზე უარი უთხრეს, იმ მიზეზით, რომ ეს შიდა სამუშაო შეხვედრა იყო, მე დავტოვე ეს შეკრება. იქ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სააგენტომ შესთავაზა ხელფასის 80 ლარით მომატება მომავალი თვიდან. წელს მეტი რესურსი არ არის და მომავალ წელს  ვნახოთო.  ეს არის სააგენტოს პოზიცია, რომელიც თავისთავად სასაცილოა და სირცხვილია. 

იმის გამო, რომ ფიქსირებული ხელფასი ჩვენთვის 80 ლარს შეადგენს და თითოეულ ოჯახთან იტერვიუსათვის 4.80 ლარია გათვალისწინებული, დედაქალაქში და დიდ რეგიონებში, თუ ზეგანაკვეთურად იმუშავებ დღეეების მიხედვით მაქსიმალური ანაზღაურება 700 ლარია, რასაც თითქმის ვერავინ ვერასოდეს იღებს. რაც შეეცება რეგიონებს, იქ ხელფასი მართლა მიზერულია. პლუს ამას არ ფინანსდება გადაადგილების ხარჯი. მართლა ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებას ვითხოვთ, რისი დაპირებაც ყოველთვის არის პირად საუბრებში და მერე არასდროს სრულდება. ამიტომაც გვჭირდება გარანტორად პროფკავშირი და იურისტი, რომელიც ჩვენს ინტერესებს დაიცავს“, - აღნიშნა სოციალურმა აგენტმა. 

შეხვედრის საერთოდ სხვა შედეგზე საუბრობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ,,რეზონანსთან“. მას, უბრალოდ, ვერ წამოუდგენია დაანონსებული გაფიცვის პრევენციისათვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში, პროფკავშირის წარმომადგენლის ჩართვა. 

,,ჩვენ შევხვდით სოციალურ აგენტებს, მათ უშუალო ხელმძღვანელებს და განყოფილების უფროსებს. იყო სამსახურეობრივი სამუშაო შეხვედრა და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ მესამე პირის დასწრება არ იქნებოდა მიზან შეწონილი. გავაცანით ჩვენი ხედვები, როგორ გაუუმჯობესდებათ პირობები რეორგანიზაციის ფარგლებში. ასევე ერთობრივი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეიქმნება მუშა ჯგუფი და იქ განიხილება ყველა საკითხი. მუშა ჯგუფი იქნება მუდმივმოქმედი. 

შიდა სამსახურობრივი საკითხია და აქ გარეშე პირს ვერ ჩავრთავთ, ეს წარმოუდგენელია. დღევანდელმა შეხვდრამ ცხადყო, რომ ჩვენ თანამშრომლებთან კომუნიკაცია არ გვიჭირს და არავისი ჩართვა არ გვჭირდება. ვერ დაგიდასტურებთ იმას, რასაც შეხვედრიდან გამოსულები გეუბნებიან. ჩემი პოზიცია ეს არის“, - განუცხადა წოწკოლაურმა ,,რეზონანსს“. 

იურისტი კი, რომელიც შეხვედრაზე არ დაუშვეს და მინისტის მოადგილისათვის მისი პროცესში ჩართვა წამოუდგენელია, დავით ომსარაშვილია. ,,სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მიზეზი შიდა კულუარული მოლაპრაკებების წარმოება და სოც აგენტების გაჩუმების მცდელობაა, რაც სააგენტოს არ გამოუვა. 

,,სოცაგენტებთან ერთად ვიყავი მეც და არ მომეცა საშუალება დავსწრებოდი შეხვედრას. მოტივი იყო ის, რომ ეს შიდა სამსახურეობრივი შეხვედრაა. სინამდვილეში კი ცდილობენ პროფესიული კავშირები ჩამოაშორონ ამ თემას და შემდეგ შიდა კულუარული მოლაპარაკებებით მოახერხონ ამ ადამიანების გაჩუმება და გაჩერება, რაც არ გამოუვათ. 

მოლაპარაკება ამ ეტაპზე ვერ შედგა. გაფიცვა ძალაში რჩება. ჩვენ არ გვსურს შეხვედრები შეხვედრებისათვის. გვინდა რეალური ნაბიჯების დანახვა და თუ ამას ვერ ვნახავთ, აუცილებლად გავიფიცებით“, - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის" იურისტმა.

გაფიცვის სავარაუდო თარიღი ორშაბათი, 29 ივნისია. ამ დღესვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. სწორედ მომავალ კვირაზე იქნება დამოკიდებული, შეჩერდება თუ არა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისათვის ქულების მინიჭების პროცესი იმის გამო, რომ აგენტები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფების ანაზღაურებაზე მეტ ხელფასს ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×