მარიამ ნებულიშვილი
26.06.2020

 „გოსდუმის დეპუტატის კი არა გოსდუმის დამლაგებლის გეშინიათ უკვე" - ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „ქართულ ოცნებას ტელეკომპანია კავკასიის ეთერით.

„ქართულ ოცნებას" მოგმართავთ, თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? რა საერთო გაქვთ ქართულ ოცნებასთან ან საერთოდ რაიმე ქართულთან? ამ ერის ოცნებასთან? მანქურთები ხართ ყველა. სირცხვილი აღარ გაქვთ? გოსდუმის დეპუტატის კი არა გოსდუმის დამლაგებლის გეშინიათ უკვე. დამლაგებლის გეშინიათ ამ პიურტყვული, მონის შიშით. როდემდე? აღარ შეიძლება უკვე თქვენი ხელისუფლებაში გაჩერება", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძემ ასევე ოპოზიციას მოუწოდა შეთანხმებისა და საერთო გადაწყვეტილებების მიღებისაკენ.

„ოპოზიციაშიც კიდე დაანებეთ ამ ძიძგილაობას თავი. რას იყოფთ ერთი? კიპლინგს რომ აქვს "მაუგლიში", წაკითხული თუ არა მულტფილმი მაინც ხომ გაქვთ ნანახი? როცა ქვეყანაში არის გვალვა და დღეს საქართველოში არის პოლიტიკური ეკონომიკური, მორალური, ეროვნული და ყველანაირი გვალვა, გამოვაცხადოთ "წყლის ზავი", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მან ასევევ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი შესაძლოა „ოკულტიზმით არის დაკავებული". ქართველ ხალხს კი - მისი „გაგდებისაკენ" მოუწოდა.

„წარმოდგენა არ გვაქვს ჩვენ რა გველოდება თუ ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) დარჩა ხელისუფლებაში. ეს არის გუბერნატორი, ხანი, ფაშა ყველაფერი ერთად აღებული. არ ჩანს საერთოდ, არსებობს? არ არსებობ? ოკულტიზმითაა დაკავებული? კუდიანები ჩამოჰყავს? ვიღაცებს რაღაცებს ეკითხება? მანიაკია კაცი, ხალხო, სახიფათოა ჩვენთვის. ნუ ხართ გაჯიქებული ვინც მისი ე.წ. მომხრეები ხართ, შეცდომა არ დაგიშვიათ 2012 წელში მოხადა ის რაც უნდა მომხდარიყო. შეცდომა ქართველ ხალხს არ დაუშვია, შეცდომა დაუშვა მერე ამ კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა. თუ ყველა გადააგდო მოდი ჩვენც შევუტრიალოთ ახლა და ყველამ ერთად, მისმა ყოფილმა მომხრემ თუ მოწიანააღმდეგემ გადავაგდოთ. ან 4 მილიონი ადამინაი გავიხიკებით ამ ქვეყნიდან ან ეს კაცი გავაგდოთ. სადამდე უნდა ვიყოთ მსხვერპლის ფსიქიკით?", - განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×