გიორგი შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევეა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მოაწილოეობა, თავისუფების უკანონო აღკვეთა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. მათ მიერ ჩადენლი დანაშაული 4-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა დღეს გამართულ საგანგებო ბროფინგზე, რომელიც 17 ადამიანის, მათ შორის რაგბისტის, ფეხბურთელისა და ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონის დაკავებას მიეძღვნა.
„გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ 2020 წლის 18 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპრება მოხდა. რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური ძალადობის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში. ანგარიშწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრნენ მცხეთაში.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხელბი პირები ძალადობის თავიდან ასაცილებლად გაიქცნენ მდინარე არაგვის მიმართულებით. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშწორების მიზნით დაედევნენ გაქცეულებს, რომლებმაც სცადეს მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალვა მოძალადეებმა გააგრძელეს გიორგი შაქარიშვილის და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი 2001 წელს დაბადებული გ.ა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა იპოვნეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი იქნა მდიანრე არაგვის კალაპოტში. ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და ჯერ-ჯერობით უცნობია გიორგი შაქარშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გრძელდება საგამოძიებო სამუშაოები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და დამძიმდეს ბრალდება", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.
ცნობისთვის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა. როგორც უწყებაში ამბობენ, 17 დაკავებულიდან გამოიკვეთა პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში.
უწყების განცხადებით ისინი აქტიურად თანამშრომლობენ გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. აღნიშნულ ფაქტზე არაერთი ნივთმტკიცებაა ამოღებული და შემდგომი გამოძიების პროცესში, შესაძლებელია, დაკავებულთა წრე გაიზარდოს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ,"