
ბრიტანულმა ფასიანმა ტელეკომპანია „სკაიმ" შეიმუშავა ფილმების სია, რომელიც მისი აზრით „მოძველებული შეხედულებისაა", სადაც არაერთ კლასიკურ შედევრს შორის მულტფილმი „ჯუნგლების წიგნი" (მაუგლის ისტორია), 1961 წელს გამოსული ფილმი „საუზმე ტიფანისთან" ( მთავარ როლებში ოდრი ჰეპბერნი) და „უკანასკნელი სამურაი", რომელიც ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.
დისნეის მულტფილმს „ჯუნგლების წიგნი" თან ახლავს მინაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ფილმი მოძველებული შეხედულობისაა, რომელიც ენობრივ და კულტურულ ისეთ ელემენტებს შეიცავს, რომელმაც შესაძლოა უკმაყოფილება გამოიწვიოს.
ანალოგიურ გაფრთხილებისთვის 2016 წელს გამოსული ჯონ ფავროს ფილმიც „ჯუნგლების წიგნი" გადახედვას საჭიროებს.
ანალოგიური გაფრთხილებით „სკაი სინემას" ბიბლიოთეკაში 16 ფილმია დასახელებული, მათ შორისაა: 1941 წელს გამოსული დისნეის ანიმაციური ფილმი „დამბო", „მძვინვარების ბურთები" კრისტოფერ უოკენისა და „გავცვალოთ ადგილები" ედი მერფის მონაწილეობით, სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „უცხოელები".
ასევე, ორიგინალური ანიმაციური ფილმი „ალადინი", 1939 წლის ფილმი „ქარწაღებულნი", „არაბეთის ლოურენსი" მთავარ როლში პიტერ ო ტული, „უიღბლო ჯარისკაცები" ბენ სთილერის მონაწილეობით, კომედია „ჯაზის მომრერალი", რომელიც ტელეეკრანებზე 1927 წელს გამოვიდა, დისნეის ფილმი „მარტოხელა რეინჯერი და 1980 წლის ბრიტანული ფანტასტიკა "ფლეშ გორდონი".