ია აბულაშვილი
26.06.2020

„ბოკერიას ცოლმა, ჩერგოლეიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილის გამოსვლა დიდ ზიანს აყენებს საქართველოში ოპოზიციის განვითარებასო, მაგრამ ეტყობა ვერ ხვდება ან ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ბოკერია უფრო მეტს აკეთებს "ოცნებისთვის" ვიდრე თვითონ "ოცნება" ახერხებს ამას. ხშირად ვამბობ, ბოკერიას "ოცნება" მაღალ ხელფასს და პრემიას უნდა უხდიდეს ტელევიზიაში ყოველი გამოსვლისთვის" - ასე კხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით დაპირისპირებას.

"როდესაც კოალიციები იქმნება და სხვადასხვა გარიგებები ხდება, საპარლამენტო ადგილებთან დაკავშირებით, ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტიები როგორ აფასებენ ერთმანეთის ძალას. თუ პარტია ძლიერი არ ჩანს, ქველმოქმედებას არავინ გაიღებს. რაც შეეხება ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, მათი ერთობა ძალზედ საეჭვოა, რადგან ეს არის ადამიანთა ისეთი სიმრავლე, რომელთაც არ აერთიანებს არავითარი პოლიტიკური იდეალები, პრინციპები, პროგრამები თუ პალატფორმები. ყველანი იბრძვიან თავისი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ხეირისთვის შეიძლება წავიდნენ ერთმანეთთან სავალალო კომპრომისზე.

ე.წ. ოპოზიცია, რომელიც თავის ჭკუაში სულ მუშაობს თავის პიარზე, ცდილობს ამ პროცესებსგან თავისი სახარბიელო პიარი მიიღოს, თორემ საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი სერთოდ არ აინსტერესებს. მაგრამ, ძალიან ხშირად ეს პიარი მათთვის არის კონტრპროდუქტიული და ეხმარება "ოცნებას". ხშირად ვამბობ, რომ ბოკერიას ხელისუფლება მაღალ ხელფასს და პრემიას უნდა უხდიდეს, ყოველი ტელევიზიაში გამოჩენისთვის. ბოკერიას ცოლმა ჩერგოლეიშვილმა არაეთრხელ კი თქვა, რომ სააკაშვილის გამოსვლა დიდად საზიანოა ქართული ოპოზიციის განვითარებისთვისო, მაგრამ ეტყობა ვერ ხვდება, ან ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ბოკერია უფრო მეტს აკეთებს "ოცნებისთვის", ვიდრე თვითონ "ოცნება" ახერხებს ამას. "ნაციონალების" ფრაქციაში 6 წევრი დარჩა, ბოკერიასთან კი 22 წავიდა, რაც მათთვის მომგებიანი იყო, თავის ნიშაში არიან, ბოკერია ღიად ხომ ვერ გამოვა და იტყვის, ხმა მიეცით "ოცნებასო". ცხადია ბოკერია მაგალითია და სხვებიც არიან, ამიტომაც ყველა რჯულის "ნაციონალს" სამართლიანად უწოდებენ პოზიციის დამხმარე რგოლს.

"ოცნება" ამის წყალობით, რომ ოპოზიციას არ ჰაყვს დადებითი ქარიზმის მქონე ლიდერი და მოსახლეობის დიდ ნაწილს სძულს და ეშინია "ნაციონალების". ასევე პანდემიის ფონზე ხელისუფლებამ კარგად იმუშავა, რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო, ხოლო პანდემიის დროს ოპოზიციის მოქმედება ხშირად იყო უსუსური და კონტრპროდუქტიული, მოცემული მომენტისთვის ხელისუფლებას დიდი უპირატესობა აქვს. თუმცა საქართველო რჩება იმ ქვეყნად, სადაც არჩევნების ბედი შეიძლება არჩევნებამდე ერთ თვეში, ან თუნდაც ორ კვირაში გადაწყდეს. ამიტომ პროგნოზს საქართველოში მეცნიერული აზრი არ აქვს. შეიძლება მხოლოდ იმის პროგნოზი, რომ ხელისუფლებას აქვს უნარ-ჩვევები, ნებისმიერ მომენტში მძიმე და მიუტევებელი შეცდომები დაუშვას," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×