მარიამ ნებულიშვილი
26.06.2020

 პლენარულ სხდომაზე, რომელზედაც პრემიერმა ანაგარიში წარადგინა, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთი გახარიას „ევროპული საქართველოს" ფრაქციის წევრებთან მოუვიდა.

კერძოდ, ხმაური მოჰყვა სერგო რატიანის შეკითხვას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებას შეეხებოდა.

„მაგრები კი არა კუდღლები ხართ, რატომ იცი? ამისთვის, რომ ემზადებოდით, ბიჭო. კარგი, დავუბრუნდები აკადმიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით..." - განცხადა პრემიერ მინისტრმა.

ამის საპასუხოდ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ტაში დაუკრეს, ისმოდა შეძახილებიც.

„ევროპული საქართველოს" ლიდერ გიგა ბოკერიას პრემიერმა დამშვიდებისკენ მოუწოდა და უთხრა, თავის რიგს დალოდებოდა.

„გიგა, რატომ ნერვიულობ? რიგში ხომ ხარ? დამელოდე მერე, წყნარად მშვიდად. დამშვიდდი, ნერვებს გაუფრთხილდი", - თქვა გახარიამ.

„დაფიცებული გაქვთ თუ რა ხდება? ერთხელ მაინც გულწრფელად გვითხარით, რომ ხვალ ქვეყნის მტერს (გავრილოვს) არ შემოვუშვებთ ქვეყანაში. რაც შეეხება მორალს, მხოლოდ მორალში კი არა გონებრივ შესაძლებლობებშიცაა განსხავება ჩვენს შორის", - მიმართა ბოკერიამ პრემიერს.

„უკიდურესად მძიმე საყურებელია, როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შინაარსობრივად რამეზე საუბრობდეს, გარდაცვილ ადამიანებზე საუბრობს და პირადი ტრაგედიებით მანიპულირებს. მე გეუბნებით ჩემს შეფასებას, რომ სირცხვილია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანების სახელით და პირადი ტრაგედიებით ყოველ აქ მოსვლაზე თანმიმდევრულად რომ სპეკულირებთ. ეს, იცით, რას აჩვენებს? - ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულიანტები ხართ და მეტი არაფერი", - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულებიასას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×