თამთა ჩაჩანიძე
27.06.2020

„ერთმანეთის მიმართ სიყვარული აღარ გვაქვს, სითბო დავკარგეთ და ვერ აღვზარდეთ შვილები - აი, ამან გამოიწვია ეს, ჩემი აზრი ასეთია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის დაღუპვას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.

რამდენიმე დღის წინ, მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

სიხარულიძე მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება შედეგია იმისა, რომ ქართველი ერი „ღმერთს ზურგით შეუბრუნდა".

„იცით რა, მე არ მიკვირს ეგ რომ მოხდა. არც არავის ვაბრალებ რაც მოხდა და აი, რატომ - ქართველი ერი იმ დღის შემდეგ, რაც ღმერთს ზურგით შეუბრუნდა და სატანას ჩამოართვა ხელი, ყველაფერს ვიმსახურებთ.

„ჩვენ ერთმანეთის მიმართ სიყვარული აღარ გვაქვს, სითბო დავკარგეთ და ვერ აღვზარდეთ შვილები - აი, ამან გამოიწვია ეს, ჩემი აზრი ასეთია", - განაცხადა სიხარულიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×