
„ერთიანი ბლოკი არ იქნება, მაგრამ იქნება რამდენიმე ბლოკი. ვნახოთ ვინ ვისთან გაერთიანდება. რაც შეეხება მაჟორიტარულ კანდიდატებს, ყველამ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს. იმის თქმა, რომ „ძლიერი კანდიდატები დავაყენოთ“ და წინასწარ განსაზღვრა ვინ იქნება ძლიერი კანდიდატი, ძნელია“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშივლი ოპოზიციის გეგმებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ერთიანი საარჩევნო სიის შედგენისკენ მოუწოდებდა, რასაც ოპოზიციურ გაერთიანებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
„ლეიბორისტული ფორმატი - ეს არის საარჩევნო სისტემის ხელწემწყობი ფორმატი, მას სხვა ფუნქცია არ ჰქონდა. ამიტომ, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს ამ ფორმატს, არ ვიცი და აქ საკამათო არაფერია.
„რაც შეხება ერთიანი ბლოკის შექმნას, ერთიანი ბლოკი არ შეიქმნება, მაგრამ იქნება რამდენიმე ბლოკი. ვნახოთ, ვინ ვისთან გაერთიანდება. მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით კი ყველამ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს, რადგან წინაწარ განსაზღვრო ვინ იქნება ძლიერი, ძნელია. ასე რომ, ყველამ დააყენოს თავისი კანდიდატი და ამომრჩეველი გადაწყვეტს ვის მისცეს ხმა,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.