ელზა პაპოშვილი
30.06.2020

სასტიკი დანაშაული თბილისში - 24 წლის მამაკაცმა შეყვარებულის დაწვა საცადა. როგორც „რეზონანსს“ გოგონას ახლობლები უყვებიან, მამაკაცი მას დაშორების შემდეგ შეირიგებას სთხოვდა, თუმცა უარის მიღების გამო შურისძიებით დაემუქრა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი გოგნას სახლთან მივიდა და ეზოში გარშემო ჯერ  ბენზინი მოსახა, ამის შემდეგ კი გოგონა სახლიდან გამოიყვანა. მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი, სავარაუდოდ,  ან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, ან ბენზინი შეასხა და  ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ ის ეზოდან გაქიცა. 

ახლობლები ამბობენ, რომ ეზოში ცეცხლი და შავი კვამლი გაჩნდა. მეზობლები გოგონას შემზარავმა კივილმა გარეთ გამოიყვანა. მათ მაშინვე სახანძრო და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. პოლიციაც შემთხვევის ადგილას მალევე მივიდა. გოგონას გადარჩენა ადგილობრივებმა შეძლეს და მას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს. 

„მუდმივად შერიგებას სთხოვდა. როგორ ჩანს, ბავშვი მიუხვდა, რომ ვერ იყო ფსიქიკურად. ამიტომაც მასთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა. თურმე ემუქრებოდა, რომ არ აპატიებდა. ბავშვიც მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავი მისგან შორს დაეჭირა. ამიტომაც სახლში მიაკითხა. როგორც ვარაუდობენ, ბენზინი ჯერ გარეთ ეზოში მოასხა, მერე დაუძახა. 

„მათ შორის კონფლიქტი ეზოში მოხდა. ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. შესაძლოა  ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ბოთლი ყოფილიყო, რომელიც მას ესროლა და ცეცხლი სწრაფად აალდა.  ბავშვს ცოცხლად წვავდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სიკვდილს მეზობლების სწრაფმა მოქმედებამ გადაარჩინა. ახლა რეანიმაციაშია და ხელებზე, ფეხებზე და სახეზეც დამწვრობა აქვს“, - აცხადებს ახლობელი „რეზონანსთან“. 

ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ გარეთ აფეთქების ხმა გაიგონეს. თავიდან ეგონათ, რომ გაზი აფეთქდა. თუმცა გარეთ გამოსულებს შავი კვამლი და ცეცხლი დახვდათ. მათ დაინახეს, რომ 23 წლის მათი მეზობელი გოგონა იწვებოდა. მაშინვე ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს. გოგონას გადარჩენა შეძლეს.

„ჩხუბის ხმა არ გაგვიგია, მხოლოდ აფეთქების ხმა შემოგვესმა და გოგონას ყვირილი. მაშინვე გამოვედი გარეთ და მეზობლებიც ეზოში დამხვდნენ. ჩვენს მეზობელს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული და დახმარებას ითხოვდა. ეზოში ხანძარი იყო გაჩენილი. 

„გოგონას მალევე უშველეს და ცეცხლი ჩააქრეს. ხელებზე, ფეხებზე ჰქონდა მოკიდებული. გავიგეთ, რომ ეს მისმა შეყვარებულმა გააკეთა. ჯერ უცემია და მერე მისი დაწვა სცადა. ეზოშიც ბენზინი იყო მოსხმული. პოლიცია, სახნაძრო და სასწრაფოც ძალიან მალევე მოვიდნენ, რომ იტყვიან ოპერატიულად და ცეეცხლი  სწრაფად ჩააქრეს. როგორც გავიგეთ, ბიჭიც დილით დაუკავებიათ“, - ამბობს ადგლიობრივი „რეზონანსთან“.

დაშავებული დამწვრობის ცენტრში იმყოფება. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი  გუგა ქაშიბაძე მედიასთან ამბობს, რომ  გოგონას მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა და ის რეანიმაციაში იმყოფება. მას სხეულის 37% აქვს დამწვარი და ჯერჯერობით რაიმეს გადაჭრით თქმა რთულია.

 შსს-ს განცხადებით კი, თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული - დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 24 წლის შ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 23 წლის ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×