ია აბულაშვილი
30.06.2020

„ხელისუფლებას არ აწყობს „გაერთიანებულ ოპოზიციაში" ბლოკების შექმნა, რადგან, დიდი ალბათობით, ყველაზე მეტ მანდატს მაინც „ოცნება" მიიღებს, კონსტიტუციით კი მას ექნება უპირატესობა დააკომპლექტოს მთავრობა. ერთიანი ბლოკის შექმნა არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში, თუ „ძალა ერთობაშიაში" შემავალი პარტიებიდან ბარეირი ვერ გადალახეს, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს თავისი ხმების ჩუქება", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაში რამდენიმე ბლოკის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

„ბლოკების შექმნა არის ძალიან საეჭვო, რადგან არავინ იცის ვის რა რესურსი აქვს ხმების მოზიდვის. „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია წამოიკიდოს პატარა პარტიები, მაგრამ საჭიროებას ვერ ხედავს. თუ მას ექნებოდა გარანტია, რომ 76 მანდატს მიიღებს, რომელიც საჭიროა მთავრობის დასკომპლექტებლად, შეიძლება გაერისკა. მაგრამ 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში ეს წამგებიანია, რადგან თუ „ძალა ერთობაშია" შემავალ პარტიებიდან 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, მოუწევს თავისი ხმების ჩუქება. ამიტომ, რაში აძლევს ხელს ერთიანი ბლოკის შექმნა.

„რაც შეეხება ხელისუფლებას, მას აწყობს, რომ ბლოკები არ შეიქმნას, რადგან დიდი ალბათობით ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს და კონსტიტუციით ეძლევა უპირატესობა დააკომპლექტოს მთავრობა.

„სავარაუდოდ, ამ არჩევნებში ყველა იბრძოლების იმისთვის, რომ თავისი წილი მანდატი მიიღოს. საარჩევნო კამპანია ისე წავა, რომ მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება, მაგრამ, როცა ნახავენ როგორ გადანაწილდება მანდატები, არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება" შეთანხმდეს, მაგალითად, ვთქვათ, თუ მთავრობის ჩამოყალიბება ვერ ხდება და ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ რიგგარეშე არჩევნებზე უნდა წვიდნენ", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×