რეზონანსი
02.07.2020

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„არაა ბიძინა ივანიშვილი ის კაცი, დაღეჭილი ლუკმა ჩაგიდოთ პირში! იმედია კარგად მიცნობთ, შესაბამისად ისიც იცით, რომ ვაზელინის სუნზე ტოკსიკური ხუთვა მეწყება, ამიტომაც ადვილად მიმიხვდებით პათოსს!

ყველაფერი არ ითქმის, ვერბალური გზა არაა ყიველთვის ერთადერთი სწორი. როდესაც ივანიშვილების ოჯახის ტიკ-ტოკები დაიდო, ჩემთვის ეს იყო მესიჯი, რომ საშიშროება აღარ არსებობს, რომ ვირუსი დაძლეულია და რომ უნიღბოდ ცხოვრების და ოჯახის წევრებთან ჩახუტების დროა. დროა გარეთ გასვლის და აღმშენებლობის! დროა სტროფებს შორის კითხვა და დანახვა ისწავლოთ!

არავინ არ გააკეთებს თქვენ გასაკეთებელ საქმეს! იხსნება ქუთაისის უნივერსიტეტი, დენდრო პარკი, ინფრასტრუქტურული პროექტები.ერთი წუთი არ გაჩერებულა ავტობანის მშენებლობა. აბრძანდით კომფორტული სავარძლებიდან, მიაშურეთ სოფლებს, გაწმინდეთ საკუთარი კარ-მიდამო, ჩაბერეთ ახალი სუნთქვა ნასახლარებს და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. მე კი მეასე, მეათასე მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინას, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა! P.S. არც პენსიების ზრდა შეიმჩნიოთ მავანმა." - წერს ლალი მოროშკინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×