ბოლო ორ დღეში ორი აქცია გაიმართა და რამდენიმე კიდევ იგეგმება
ნინა გარდაფხაძე
02.07.2020

ეკონომიკური შეზღუდვების ბოლომდე მოხსნის და საზღვრების გახსნის მოთხოვნით საქართველოში აქციების ტალღა დაიწყო. პირველები ამ მოთხოვნით სპორტული დარბაზების და აუზების მფლობელები გამოვდიდნენ, ასევე თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები, თუმცა აქციებს ბარების მფლობელები და ემიგრანტებიც აანონსებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად ეკონომიკა სრულად გაიხსნა, დარჩა რამდენიმე სექტორი, რომელიც ბოლომდეა შეზღუდული. მათ შორისაა აუზები და სპორტული დარბაზები. მიუხედავად იმისა, რომ ბარების ღია სივრცეები სრულად გაიხსნა, რეგულაციების არასათანადო აღსრულების გამო, დიდი ნაწილი ისევ დაიკეტა. ახლა ეს სექტორიც აქციებზე ფიქრობს და ამბობენ, რომ ბიზნესის გადასარჩენად პროტესტის ამგვარ ფორმას მიმართავენ. 

სპორტდარბაზებისა და აუზების წარმომადგენლები კი თავიანთი სექტორის ამოქმედებას ითხოვენ და ამ მოთხოვნით რუსთაველის მეტროსთან აქცია უკვე გამართეს. ორგანიზატორებმა მთავრობისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს, თუ რატომ არ იხსნება სპორტდარბაზები და რა რატომ არის ეს რისკის შემცველი საქმიანობა.

„4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ, რადგან ადამიანების ვეღარ ვარჯიშობენ. ჩვენ ვიყავით შეხვედრაზე შესაბამის უწყებებთან. თითქმის შეთანხმებული იყო, რომ მე-6 ეტაპზე უნდა გახსნილიყო სპორტდარბაზები და აუზები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადაიდო. ყველას ოჯახები გვყავს, როგორ უნდა ვიარსებოთ?“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პირადმა მწვრთნელმა გიორგი ვასაძემ.

სწორედ კონკრეტული პასუხის მოთხოვნაა იმ დასაქმებულების მიზანიც, რომელიც სამუშაოსათვის ყოველდღიურად საქართველო თურქეთის საზღვარს კვეთენ. სარფში საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია 2 დღის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეები ის ადამიანები არიან, რომლებიც პერიოდულად თურქეთში სამუშაოდ დადიან, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კი საზღვრების დაკეტვის გამო უმუშერები დარჩნენ.

მოქალაქეებმა რამდენჯერმე გზის გადაკეტვაც სცსდეს, მაგრამ პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები მთავრობა უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

გადაწყვეტილებები განსაკუთრებით გაუგებარი პოსტ საგანგებო რეჟიმის დროსაა, როცა ხელისფულება წესით ბიზნესის წახალისებას და მათთან მაქსიმალურ თანამშრომლობას უნდა ცდილობდეს, რათა ეკონომიკური დოვლათის შექმნის პარალელურად, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები სამუშაოს დაკარგვისაგან გადაარჩინოს. სწორედ ეს არის, კაფე-ბარების მეპატრონეების მთავარი აქცენტი, ხელისუფლების მიმართ, რომელიც სექტორში არსებულ პრობლემებს, სრულად უარყოფს. 

"გვეგონა, რომ ჩვენც უფლება მოგვეცემოდა, რომ გავხსნილვიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგვიწია დახურვა, ახლა უკვე გაურკევევლი ვადით. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს სიტუაცია. რეალურად პრობლემა არ არის ის რომ ცუდი კანონია ან რამის უფლება არ გავქვს, უბრალოდ, აღმასრულებელი ყველა შემთხვევაში ჯარიმის უმაღლეს ოდენობას წერს და ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს შესაძლებლობა 10 000 ლარი გადავიხადოთ მაშინ, როცა 4 თვეა არ გვიმუშავია. ამიტომ ვარჩიეთ საქმიანობის შეწყვეტა", - განაცხადა ერთ-ერთი ბარის წარმომადგენელმა ,,რეზონანსთან“. 

ბიზნესის გახსნის საპირწონედ რომ პანდემია და ადამიანების ჯანმრთელობაა, ამ გარემოებას უსვამს ხაზს, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი პაატა აროშიძე. მისი აზრით, უნდა ამოქმდდეს მხოლოდ ის სფეროები, რომელიც საზოგადოებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს. 

,,ხდება ისე, რომ გახსნის შემდეგ, ადამიანებს გვავიწყდება, რა რისკის წინაშე ვდგავართ, არადა სწორედ პირველ ივლისს დაფიქსირდა მსოფლიოში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად და რაც მთავარია, არ უნდა ხდებოდეს ის, რაც მოხდა სარფის აქციაზე, როცა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, თავს მომიტინგედ ასაღებდა და ასე აკეტებდა კომენტარებს. იქ რეალური ადამიანები იდგნენ, რეალური პრობლემებით და არ შეიძლება ამ თემების პოლიტიზება.  

მეორე მხრივ, უმნიშნელოვანესია ეკონომიკის გახსნა და ახლა, როცა მოსახლეობას ასე უჭირს, ბიზნესის ტყავში უნდა შეძვრეს ხელისუფლება. ხისტი ნაბიჯები და უკიდურესი სიფრთხილე ერთმანეთს უნდა შეუთანხმონ. როგორ შეუძლებელლადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ზუსტად ისეთი საჭიროებებია. უნდა გაიხსნას მხოლოდ ის დარგები, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისაა ან ისეთ სექტორს ეხმარება, როგორიც ტურიზმია. მაგალითად, კაფე-ბარები და რესტორნები. რაც შეეხება აუზებს, სპას და ფიტნესს, გულახდილად ვამბობ, რომ მათი ამ წუთში მუშაობის აუცილებლობას ვერ ვხედავ, როცა პანდემია არსად წასულა“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ პაატა აროშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×