მარიამ ნებულიშვილი
03.07.2020

 2 ივლისს, საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში „ქართული მარშის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მათი განცხადებით, მათ მიერ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიას „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა" ერქმევა. „ქართული მარშის" პოლიტიკურ მომავალზე „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.

როგორც ძაბირაძემ „რეზონანთან" საუბრისას განაცხადა „ქართულ მარშს" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება 1%-იანმა საარჩევნო ბარიერმა გადააწყვეტინა.

„1%-იანმა ბარიერმა ძალიან ბევრი ჯგუფი წააქეზა იმისკენ, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ პოლიტიკურ პარტიებად და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. როგორ მომვალი ექნება „ქართულ მარშს" მაგას ვნახავთ. საინტერესოა რა რაოდენობის ამომრჩეველი და მხარდამჭერი ეყოლოდება მათ. დარწმუნებული ვარ 5%-იანი ბარიერი, რომ ყოფილიყო გააუჭირდებოდა იგივე „ქართულ მარშს" პარტის ჩამოყალიბება", - ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მათი დამფუძნებელი ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა.

„რაც შეეხება იმას, რომ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდა მათი დაფუძნება. ცხადია, ისინი არ თვლიან თავს რადიკალებად, თვლიან, რომ არიან ილია ჭავჭავაძის საქმის გამგრძელებლები. სხვა თემაა რამდენად შეესაბამება მათი იდეოლოგია ჭავჭავაძის ხედვებს.

რაც შეეხება იმას თუ რატომ დაუთმეს მათ სახლ-მუზეუმი, იურიოდიულად მისი გაქირავების უფლება აქვთ და თუ „ქართული მარშის" საქმიანობა ხელისუფლების მიერ აკრძალული არაა, მაშინ აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს, მათი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს და ისარგებლოს იმ უფლებებით რა უფლლებებითაც სხვები სარგებლობენ. აქ საუბარი მე არ მომწონს ან საზოგადოებას არ მოსწონს ასე არ შეიძლება. ამიტომ, იურიდიულად თუ ეს ყველაფერი გამართული და კანონიერია მაშინ, ყველაფერი რიგზეა", - აღნიშნა ძაბირაძემ.

ძაბირაძე ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, „ქართული მარშის" „ოცნებასთან" შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. როგორც ძაბირაძე ამბობს, თუ „ქართული მარში" არჩევნებში შესაბამისი ხმების რაოდენობას მოაგროვებს და პარლამენტში შევა, თავადვე გადაწყვეტს ვისთან შექმნას კოალიცია, ამაში არანაირი პრობლემა არაა.

„არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული მარში" ხელისუფლებასთან იყოს შეთანხმებაში. შეიძლება მხარს უჭერდნენ, შეიძლება ეხმარებოდეს ან აფინანსებდეს კიდეც. მაგრამ არჩვნებში ხმები ხალხმა უნდა მისცეს. მათ ხმები თავად უნდა აიღონ. თუ „ოცნებას" შეუძლია ხმები იყოდოს, თავისთვის იყიდის ბარემ ქართული მარშისთვის ხო არ იყიდის?

„ცოტა უცნაური მიდგომებია პოლიტიკური სპექტრის მიმართ. „ქართულმა მარშმა" ხმები თვითონ უნდა აიღოს და თუ მათ ექნებათ მხარდაჭერა, ისინი მოიპოვებენ მანდატს. შემდეგ კოალიციურ რეჟიმს ჩამოაყალიბებენ. მაშინ, როდესაც საპრეზინდენტო მმართველობა იყო, სხვა გარემოებები არსებობდა.

„ დღეს სულ სხვანაირი ვითარებაა. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ექნება მანდატი და იქნება პარლამენტში წარმოდგენილი თავისი შეხედულებისამებრ ან ერთ კოალიაციასთან შევა თანამშრომლობაში ან მეორესთან.

„ცუდია თუ კარგია ყვეკლაფერი ეს განპირობებული იმ საარჩევნო სისტემით რაც გვაქვს ჩამოყალიბებული, მე ვთვლი რომ ეს კარგია", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×