მარიამ ნებულიშვილი
03.07.2020

 „არავინ რომ არ გააღიზიანონ, გადაადგილებებს ჯერ არ აკეთებენ", - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი და პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას იმ ფაქტს, რომ „ქართულ ოცნებას" საარჩევნო სიაზე ჯერ-ჯერობით არცერთი განცხადება არ აქვს გაკეთებული.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" პარტიაში შემავალ პირებს იმედიანად ამყოფებს და ამიტომ არ აკეთებს ჯერ-ჯერობით კონკრეტულ გადაადგილებებს. როგორც მან თვქა, „ოცნებას" ადრე უფრო მეტი პოლიტიკური რესურსი ჰქონდა.

„ბანალური ახსნა ის არის, რომ ჯერ კიდევ ცვლილებები აქვთ მისაღები, საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები ჰქონდათ უკვე. ახლა კი რომ არავინ გააღიზიანონ გადაადგილებებს ჯერ არ აკეთებენ.

„ადრე ბევრად მეტი პოლიტიკური რესურსი ჰქონდა „ქართულ ოცნებას" და უფრო მარტივი იყო სიის დაკომპლექტება. მაგრამ ცოტა ხანში დაალაგებენ ალბათ ყველაფერს და შემდეგ გამოაცხადებენ. ვინც ვერ მოხვდება ამ სიაში იმათ ეტყვიან ალბათ, რომ იმედიანად იყვნენ და სხვა გადალაგები შემდეგ მოხდება.

„ქართული ოცნება" ყოველთვის ცდილობს, რომ ის ადამიანები ვინც სიის მიღმა დარჩებიან ან სიიდან ამოშლილები იქნებიან, შემდეგ უკვე სხვაგან გადაიყვანონ. ესეც მათი ტაქტიკაა ერთგვარი. ეს ყველაფერი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმიტომ, რომ ყველამ იცის პრაქტიკულად ვის რა ღირებულება აქვს", - ამბობს ჭიჭინაძე.

ის ასევე გამოეხმაურა, გიორგი გახარიას სიის პირველ ნომრად შესაძლო დასახელების ფაქტსაც და თქვა, რომ გახარიას პოლიტიკური გავლენები საზოგადოებაზე აღარ გააჩნია.

„გახარიას გავლენას უკვე ვეღარ ვხედავ. მხოლოდ საჯაროდ ამბობს რაღაცებს და მერე არაფერი არ სრულდება. ან თვითონ რად უნდა სიის პირველი ნომრობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ ყველა მისი დაპირება რაც გაცემული იყო საპარლამენტო ტრიბუნიდან უფრო სპექტაკლს ჰგავდა, ვიდრე რეალურ გადაწყვეტილებებს. იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი, როცა ისეთ მგომარეობაში იმყოფება როგორშიც გახარიაა, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა მისთვის.

შეგნებული ადამინმა ქვეყანას მეტ-ნაკლებად ცვლილებების და განვითარების საშუალება უნდა მისცეს და არ იყოს ეს ორი პოლიტიკური ძალა მხოლოდ. რა გავლენა გააჩნია გახარიას? ერთადერთი „ევროპულ საქართველოს" ეძახის „კურდღლებს", ესაა მისი გავლენა?! ის არ იცის სიის პირველი ნომერი იქნება თუ არ იქნება და თავის ხალხი ეყოლება თუ არა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჭიჭინაძე ამბობს, რომ მას საკუთარი რესურსი სრულიად ამოწურული აქვს და საზოგადოების ნდობა აღარ ექნება.

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავის რესურსი ამოწურა როდესაც განაცხადა, რომ ყველა დაპირება შეგვისრულა. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბაღებზე და სასტუმროებზე თუ დაგვიწყებს ლაპარაკს. ჩვენს ხალხს დასასვენებლად ნაკლებად სცალია, ჩვენს ხალხს შრომა სჭრდება. ბიძინა ივანიშვილმა 8 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები ვერ შექმნა და სამუშაო ადგილები ამ ქვეყანაში ქრება. ყველა მისი დაპირება დარჩა დაპირებად. სამუშაო ადგილების ალტერნატივად ხალხს იაფი ბილეთი და ევროპაში წასვლა შესთავაზა. ასეთ ადამიანებს, მე ვფიქრობ, ნდობა ნაკლებად ექნებათ", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×