"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. ახლა მათავარია, როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორი იქნება პოლიტიკური კულტურა და პანდემიის ამბავი. რაც შეეხება პროგნოზს, მომავალი პარლამენტი იქნება ძალიან ჭრელი და გარდაუვალი იქნება კოლიციური მთავრობის ჩამოყალიბება" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ოპოზიცის მონაწილეობის გარეშე საარჩევნო კოდექსში შეასტანი ცვლილებებიც მიიღო, რასაც ოპოზიცია უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ცვლილებებით პრობლემა ვერ გადაიჭრა, კვლავ შენარჩუნებლია გაყალბების, მოტყუების, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსისი გამოყენების მექანიზმები. კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. მისი თქმით, ისურვებდა, რომ უფრო ამბიციური ცვლილებები ყოფილიყო, რომელიც საარჩევნო გარემოს საგრძნობლად გააუმჯობესებდა.
"საარჩევნო კოდექსში შექტანილ ცვლილებებს საფუძვლიანად ვერ გავეცანი, მოვისმინე მხოლოდ ელჩის გაკეთებული შენივნები და აბსოლუტარად გამართლებულია ის სამი შენიშვნა, რომელზედაც მიანიშნა. კერძოდ, რომ უფრო მკაცრად იქნებოდა დაცული პარტიების დაფინანსების საკითხი. რაც შეეხება საკონსტიტციო ცვლილებებს, ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, მიუხედავად იმისა, რომ მე საპარალმენტო რესპულიკის მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ეს ცვლილებები თავს აგვარიდებს კონფრონტაციას, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობას და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას მხოლოდ მივესალმები.
ახლა მთავარია, როგორ ჩატარდება არჩევნები და როგორი იქნება პოლიტიკური კულტურა და პანდემიის ამბავი. რადგან გვაფრხილებენ, რომ იქნება მეორე ტალღა, რაც ქმნის საშიშროებას იმისა, რომ ამომრჩეველი დაფრთხეს. თუნდ 500 მეტრის ან 2500 მეტრით იყოს დაშორება საარჩევნო უბანზე უნდა შევიდეს და გაიაროს ბევრი ადამიანი.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შანსებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ნაადრევია და შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ოპოზიცია ამ შემადგენლობით, ვერ შენარჩუნდება, რადგან აქ მოქმედებს ეგოისტური ინსტიქტი; ანუ 1%-იანი ბარიერი აძლევს იმედს პარტიებს, რომ მოხვდნენ პარლამენტში. სამარცხვინოც იქნება, თუ პარტია 15 ათას ხმას ვერ მოაგროვებს. რაც შეეხება "ოცნებას", მიუხედავად ირაკლი კობახიძის ბაქი-ბუქისა, ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბება, რადგან ძალიან ჭრელი პარლამენტი იქნება.
კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გარდაუვალი იქნება. რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციაში არ შევა "ოცნებასთან" და არც "ოცნება" მოინდომებს მათთან კოალიციას. მაგრამ არ მომწონს "ევროპული საქართველოს" კატეგორიული განცხადება, რომ "ოცნებასთან" არ შევა კოალიციაში. თუ ქვეყენას დასჭირდება უარი არ უნდა თქვან და წავიდნენ ამ ნაბიჯზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ "ევროპული საქართველო" წავიდეს "ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობაზე, მით უფრო თუ საკმარის პორტფელებს მიიღებს ახალ მთავრობაში. ბოლოს და ბოლოს საქართველოში უნდა დამთავრდეს ეს ლანძვა-გინება და უნდა დამყარდეს პოლიტიკური კულტურა" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.