„დასვენების ხარისხზე, ეს ყველაფერი ნამდვილად არ იმოქმედებს" , - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა, სანაპირო ზოლის „კოვიდ-19"-ის პრევენციის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. გოგინავას თქმით, უსაფრთხო დასვენებისთვის აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია და ჰიგიენური ნორმები.
„მთავარი რეკომენდაცია, როგორც საკურორტო ზონაში, ასევე სხვაგანაც, კვლავ რჩება ფიზიკური დისტანცირება. კვლევების შემდეგ რა ინფორმაციაც გვაქვს ზღვა, როგორც წყალი, გადამდები არ არის. ზღვაში იმ კონცენტრაციით არ არის ვირუსი, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანებს შორის იყოს დისტანცია, მინიმუმ 2-3 მეტრი, რათა ინფექიის გავრცელების რისკები შემცირდეს მინიმუმამდე.
„მთავარი რეკომენდაცია რჩება დისტანცირება და ჰიგინეური ნორმების დაცვა. როგორც თბილისში ვიქევით, რომ ხშირად ვიბანთ ხელებს, ვიმუშავებთ სპეციალური ხსნარებით. ასევე და უფრო გაძლიერებულადაც ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ საკურორტო ზოლში. საზოგადოებამ და მოსახლეობამ ამ დაავადების გავრცელების რისკები თავადვე უნდა შეამციროს" - ამბობს ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა.
მისი განცხადებით, დაინფიცირების თეორიული რისკები არსებობს, თუმცა, მოსახლეობას შეუძლია თავისუფლად დასვენება. ეს შეზღუდვები მათი დასვენების ხარისხზე არ იმოქმედებს.
„100%-იანი უსაფრთხოება ვირუსის პირობებში არ არსებობს. შეიძლება თორიულად ვინმე დაინფიცირდეს. მაგრამ, თუ ჩვენ ამ ღონისძიებებს დავიცავთ და იქაური სტრუქტურებიც ამ ღონისძიებებს სწორად გაატარებენ, რა თქმა უნდა, დაავადების გავრცელების რისკებს მინიმუმამდე დავიყვანთ.
„დასვენების ხარისხზე, ეს ყველაფერი ნამდვილად არ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ადამიანებს ჩვეულებრივად შეეძლებათ, რომ დაისვენონ და ისარგებლონ მეტ-ნაკლებად ყველანაირი სერვისით. მაგრამ, უნდა იყვნენ ფრთხილად და დაიცვან ეს ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია და ჰიგიენური ნორმები.
„ასევე, სასტუმროები და დაწესებულებებიც უნდა იყვნენ ფრთხილად და დაიცვან წესები, რადგან დამსვენებლებს ხშირად უწევთ იქ ყოფნა. სიფრთხილე ორმხრივი უნდა იყოს. თუ რომელიმე მხარე დაარღვევს რეკომენდაციებს რისკები, ბუნებრივია, იზრდება", - განაცხადა გოგინავამ.
გოგინავას თქმით, უშუალოდ პლაჟზე პროდუქტების შეძენა რისკის შემცველია, რადგან რთულია იმის გაკოტროლება, თუ რამდენადაა დაცული ჰიგიენის ნორმები.
„უშუალოდ სანაპიროზე ვაჭრობა და გარკვეული სახის პროდუქტების შეძენა, რა თქმა, უნდა, რისკის შემცველია. ესეც დაცული უნდა იყოს, გამყიდველებმა ხელთათმანი უნდა გამოიყენენონ, რომელსაც ხშირად გამოიცვლიან, ასევე, ხშირად უნდა დაიმუშაონ ხელები სპეციალური ხსნარით. იმისთვის, რომ ეს რისკები შეამცირდეს.
„ერთი და იმავე ხელის ხშირი შეხება სხვადასხვა პროდუქტზე რისკებს შეიცავს. თუმცა, თუ დაიცავენ ისინიც წესებს, შესაძლოა, რომ ეს ყველაფერიც უსაფთხოდ გამოვიდეს", - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
გოგინავას განცხადებით, უშუალოდ ამ შეზღუდვებმა დამსვენებელთა რაოდენობა არ უნდა შეამციროს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, პლაჟის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია „კოვიდ-19" გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ; განსაზღვრული უნდა იყოს ფეხითმოსიარულეთა ბილიკები; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, პლაჟის რამდენიმე ზონად დაყოფა; ასევე სანაპირო ზოლი პერიოდულად უნდა დასუფთავდეს ნარჩენებისგან, რომელიც ერთჯერადი პარკებით მოხვდება დახურულ ნაგავსაყრელზე.
რაც შეეხება საპლაჟო ინფრასტრუქტურას. პლაჟებში მომუშავეპირებმა უნდა გაიარონ ყოვეკდღიური თერმოსკრინიკგი, ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა. ასევე მათ უნდა დაურიგდეს ხელის სადეზინფექციო საშუალებები. მაქსიმალურად უნდა სეეცადონ უნაღდო ანგარიშსწორებას, თუ ვერ ხერხდება იმ შემთხვევაში ხელთათმანი უნდა გამოიყენონ.
დაცული ინდა იყოს ფიზიკური დისტანცია. აკრძალულია შეზლონგებზე დასაფენი რბილი ქსოვილის ნივთების გამოყენება.
სკუტერს, ველოსიპედს, ნავს, შეზლონგს და ქოლგას გამოყენების შემდეგ სათანადო წესით უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
დახურულ სივრცის შესასვლელში აუცილებლად განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი.
რაც შეეხება საშხაპეებს და საპირფარეშოებს, მათი დეზინფექცია უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათის ინტერვალით. მათი დეზინფექციითვის გამოყენებული იქნება „დაავადებათა კონტროლისა და საზაოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ რეკომენდირებული საშუალებები.