ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღცავენლის სოფო გორგოძის განცხადებით გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.
მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდაზე 2 მოსწავლე არ დაუშვეს. გარდა ამისა, იყო ფაქტი, როდესაც ნერვიულობის ფონზე მოსწავლეს დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, ეს აბიტურიენტი ექიმის კონსულტაციის შემდეგ გამოცდაზე უპრობლემოდ შევიდა.
აბიტურიენტები „რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ მათ საგამოცდო ცენტრებში კომფორტული გარემო დახვდათ და შეზღუდვებს დისკომფორტი არ შეუქმნია.
„თავიდან სანამ სკოლაში შევიდოდით 1 - მეტრიანი დისტანციის დაცვით. ნივთების ჩაბარება სადაც ხდება იქ იყო ცოტა არეულობა. დისტანცია აღარ იყო დაცული. მაგრამ შემდეგ უკვე, როდესაც ნივთები ჩავაბარეთ დისტანციას ვიცავდით. მხოლოდ, ცოტა ხნით პატარა მონაკვეთზე იყო დარღვეული დისტანცირება.
„სიცხე ორჯერ გაგვიზომეს, რომ რაღაც შეცდომა არ ყოფილიყო.
„დეზინფექციას გავდიოდით სკოლაში შესვლისასაც და უშუალოდ სექტორში შესვლის წინაც.
„სექტორში 10 აბიტურიენტი ვისხედით, ორი დამკვირვებელი იყო, რომლებიც ჩვენთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის ზრუნავდნენ.
„თავიდან სექტორში ფანჯრები ღია იყო და პირბადის გარეშე ვისხედით, გვითხრეს, რომ 30 გრადუსზე მაღლა როცა ავიდოდა ოთახში ტემპერატურა, კონდინციონერს ჩათავდნენ, ჩართეს კიდეც. მხოლოდ, პირბადეები უნდა გაგვეკეთებინა. ჩართული კონდინციონერის დროს ფანჯრებიც ღია იყო.
„სიცხის გამო მაგალითად, ჩემს სექტორში არავინ არ შეწუხებულა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა სიმშვიდე და სიგრილე იყო.
„მეგონა, რომ დაძაბული გარემო იქნებოდა და პირბადეებში დავიხუთებოდით, მაგრამ, არ ყოფილა ეგრე. ჩვეულებრივად კომფორტულად ვიყავით ყველანაირად. მერხების წინა მხარეს დამცავი ფარები, იყო რომ რაღაც ზღვარი ყოფილიყო ჩვენს შორის", - ამბობს აბიტურიენტი „რეზონანთან" საუბრისას.
რაც შეეხება უშუალოდ ტესტს, აბიტურიენტი ამბობს, რომ გამოცდა რთული არ ყოფილა და მარტივად გაართვა თავი.
„ტესტი რთული არ ყოფილა. მე გამიმარტივდა. მარტივი საკითხები იყო. ესე მაგალითად, ცხოვრებისეულ რაღაცებთან იყო დაკავშირებული და 21-ე საუკუნეზე იყო. ყველაფერი მარტივად მომეჩვენა კომფორტში რომ ვიყავი ალბათ არ ვნერვიულობდი და გამიმარტივდა", - განაცხადა აბიტურიენტმა.