
ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ბოლო წლების განმავლობაში კვლავ აქტუალურ თემაა ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საწვავის სტანდარტი მოქმედებს, წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაზარზე უხარისხო პროდუქტი მაინც იყიდება.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადეს,
აუცილებელია, იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი მუდმივ კონტროლს დაექვემდებაროს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებები და, ბუნებრივია, რომ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ეკოლოგიური ვითარების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.
შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, სულ აღებულია 92 ერთეული სინჯი, მათგან 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებულია ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი, ასევე, 43 ერთეული დიზელის საწვავის სინჯიდან 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს, უფრო მეტიც 2-ჯერ და 4-ჯერ აჭარბებდა დაშვებულ რაოდენობას, კერძოდ, ნაცვლად დაშვებული 50 მგ/კგ-სა, ფიქსირდება 211 მგ/კგ.
როგორც ნავთობპროდუქტრების იმპორტიორთა კავშირის ხელმძძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, წლების განმავლობაში საწვავის ხარისხის მონიტორინგის არასრულფასოვანი სისტემა ვერ უმკლავდებოდა ბაზრის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების „მოჭარბებულ“ ძალისხმევას, საქართველო ექციათ უხარისხო საწვავის რეალიზაციის შესაძლო ადგილად. რომ საკითხი აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის, რადგან უხარისხო საწვავის თითოეული წვეთი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკოსისტემისთან და მომავალი თაობების ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან.
,,ბოლო წლების განმავლობაში კვლავ აქტუალურ თემად რჩება ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებები და, ბუნებრივია, რომ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ეკოლოგიური ვითარების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.
მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდა ავტოგასამართი სადგურებიდან საწვავის სინჯების აღება, რომელთა კვლევის შედეგად დგინდება, რომ ყოველი მე-3 სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან მიმართებაში. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დიზელის საწვავის სინჯებში გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ხარისხობრივ ნორმებს. რაც შეეხება ბენზინის საწვავს, ადგილი ჰქონდა ოქტანური რიცხვის კანონმდებლობით განსაზღვრულზე დაბალ მაჩვენებელს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილი.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო სერიოზულ საფრთხეშია მოქალაქეების, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობა. ამიტომ აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი მკაცრად გაკონტროლდეს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რაც ცალსახად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას.
რაც შეეხება ზოგადად საწვავის სტანდარტს საქართველოში. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინის საწვავთან დაკავშირებით მოქმედებს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბენზინის საწვავის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ტყვიის შემცველობა - არაუმეტეს 0.005 გ/ლ; ბენზოლის მოცულობითი წილი - არაუმეტეს 1%; გოგირდის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არაუმეტეს 10 მგ/კგ-ს შეადგენს, არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 35%-ით განისაზღვრა.
რაც შეხება დიზელს, მოქმედი კანონმდებლობით, მის შემადგენლობაში ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 48; გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 50 მგ/კგ; სიმკვრივე 150C - არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 11%. ეს არის ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისი.
დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების მაჩვენებლები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ის გახდება ევრო 5-ის შესაბამისი, კერძოდ, მასში გოგირდის შემცველობა იქნება არაუმეტეს 10 მგ/კგ-სა; წესით, დადგენილება ძალაში 2020 წლიდან უნდა შესულიყო, თუმცა სექტორის წარმომადგენელთა და ბიზნეს გაერთიანებების მოთხოვნის საფუძველზე 1 წლით გადავადდა.