"ამ არჩევნებზე რაღაც ცვლილებები იქნება, მაგრამ არა სისტემური, რადგან პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს ახალ პროგრამებს ვერ სთავაზობენ, ახალი იდეების ნაკლებობა აქვთ" - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუცო ცვლილებები მიღებულია და საარჩევნო მარათონიც დაიწყო, ჯერ-ჯერობით არც ერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არანაირ სიახლეს არ სთავაზობს.
აქედან გამომდინერე ექსპერტთა ვარაუდით, ამ არჩევნებზე სისტემური ცვლილებები არ იქნება, რადგან პოლიტიკურ ძალებს ამომრჩევლისთვის ახლის შეთავაზების რესურსი არ აქვთ, რომ საზოგადოება კრიტიკული სიტუაციიდან გამოიყვანოს.
ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, პარტიები ამომრჩეველს ისევ მტვერდადებულ პროგრამებს სთავაზობენ და ახლად ასაღებენ.
"სამწუხაროდ ახალი იდეების ნაკლებობაა, პარტიები ისევ მტვერდადებულ პროგრამებს სთავაზობენ ამომრჩევლეს და ახლად ასაღებენ.
"ამომრჩეველი კი არა პროგრამებზე, არამედ იაფ ტყუილებზე არის ორიენტირებული. სამწუხაროდ პროცესი იქით მიდის, რომ ხელისუფლებას აშკარა უპირატესობა აქვს. ოპოზიცია კი არაადეკვატურად იქცევა, რასაც მიაღწია, ისიც წააგო. ამიტომ, რაღაც ცვლილებები იქნება, მაგრამ არა სისტემური" - განაცხადა "რეზონანსთან გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთ პროგრამებში აქცენტი უნდა გააკეთონ ახალ იდეებზე და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე და არა იმაზე, რომ "იბერია გაბრწყინდება", რადგან ქართველმა ამომრჩეველმა ეს უკვე გაიარა და აღარ დაიჯერებს.
"ფაქტია, რომ პანდემიამ თავისი კვალი დაამჩნია საარჩევნო გარემოს, რადგან საზოგადოებაში არ იგრძნობა რომ საერთოდ არჩევნები ტარდება. ამიტომ, პირველ რიგში პარტიებმა უნდა იმუშაონ ამომრჩევლის განწყობაზე და დაარწმუნოს ამომრჩეველი რომ ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნის განვითარებისთვის.
"როგორ წავა საარჩევნო პროცესი, არა მგონია, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებული რევერანსებით ჩატარდება და პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს პოზიტიურ დღის წესრიგს შესთავაზებს.
"ვიქრობ, რომ მეტი იქნება ნეგატიური მოვლენები, რადგან ასე სწრაფად პოლიტიკური კულტურა არ იზრდება არც პარტიებში და არც საზოგადოებაში.
"რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებს, რაღაც მცდელობები არის წამყვანი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ჩემი აზრით, მათ თავიანთ პროგრამებში აქცენტი უნდა გააკეთონ ახალ იდეებზე, სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე და არა იმაზე, რომ "იბერია გაბრწყინდება". ქართველმა ამომრჩევლემა ეს უკვე გაიარა და აღარ დაიჯერებს.
"ამომრჩეველი ეძებს ახალ იდებებს და ახალ ძალას. თუ ასე არ მოხდა, არ არის გამორიცხული რომ პროცესი ისევ იქითკენ წავიდეს "მიშა თუ ბიძინა?". მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ამ ორპოლუსიან სისტემაში, საკონსტიტუციო ცვლილბების მიღების შემდეგ, პატარა პარტიებს ეძლევათ შანსი თავიანთი ხედვები წარმოადგინონ და საკუთარი ამომრჩეველი იპოვონ, რომელიც მათთან დარჩება"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.