
რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ძმა ალექსანდრე ივანიშვილი სკანდალში გაეხვია. ერთ დღეს ქართულ მედიას, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ქალბატონი მზია ხინჩაგაშვილი დაუკავშირდა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას წლების წინ ალექსანდრე ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა.
ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსიმ შვილი ოფიციალურად არ აღიარა, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დედა-შვილს წლების მანძილზე ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად ცნობას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.
სასამართლო წლების მანძილზე გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მიმდინარე პანდემიის ფონზე, როგორც ჩანს, მედიას ეს ამბავი გამორჩა და არ გაშუქდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს.
თეონას ადვოკატები ზაზა ხატიაშვილი და ლაშა შუკაკიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ადასტურებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გოგონას სასარგებლოდ გამოიტანა.
"დიახ, სასამართლომ თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი ივანიშვილის შვილად ცნო და გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში ჩავაბარეთ. ქალი ახლა თეონა ივანიშვილი ალექსანდრეს ასულია. რაც შეეხება თქვენს კითხვაზე, როგორ შეხვდა ამ ფაქტს ივანიშვილების ოჯახი, არ ვიცი, მიაკითხეთ, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ", - აღნიშნა ლაშა შუკაკიძემ.
რეალურად კი ალექსი ივანიშვილი ამჟამად საკმაოდ მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. მილიარდერის ძმას ცოლად სამედიცინო განათლების მქონე ქალი, ქეთი ხარაიძე ჰყავს, რომელთანაც სამი შვილი - კესო, გრიშკა და ციცინო შეეძინა. შვილებს გრიშკა და ციცინო მშობლების პატივსაცემად დაარქვა.
ამბები
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე