
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა მისი მეუღლის, რამაზ ნოზაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ძალიან საინტერესო საზოგადოება გვყავს! დღეს სურამში ქმარმა მოკლა ცოლი ბავშვების თვალწინ! ასე ხდება ყოველდღე თითქმის და თურმე დამ რომ დაურეკა, ქმარმა მცემა ორსულიო, ორსულის ცემა კი არ ყოფილა ძალადობა, ძმამ რომ არაკაცი გაიფინა, ის ყოფილა მთავარი. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩართო, მაგრამ ანუ ძმას დაერეკა პოლიციაში, დამჯდარიყო სახლში და დალოდებოდა როდის ამოხდიდა სულს ცემით სანამ პოლიცია მივიდოდა?!
სვავებივით რომ ეტაკნენ ჩემს ქმარს ეს უსაქმური კლავიატურის ჭიები, 3 გოგო ჰყავს და როგორ გგონიათ? რომელიმემ რომ დარეკოს მსგავსი ინფორმაციით, რას იზამს მამა? ან სანამ მამა მივა, რას ვიზამ მე? ცხვირპირს გავუერთიანებ!!! არა, როგორ აღშფოთდნენ” – წერს სიჭინავა.
რამაზ ნოზაძემ “ტვ პირველის” ეთერში გუშინ დაკავებული მოჭიდავის ირაკლი ლომაძის საქმეს შეეხო. "ჩემს ორსულ დაიკოს რომ დაერეკა მეც აუცილებლად წავიდოდი და შეიძლება ძალაც მეხმარა" - პირდაპირ განაცხადა რამაზ ნოზაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე