მსოფლიომ ნელ-ნელა დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად იმატა დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამაც. ბევრმა ქვეყანამ თავიდან შემოიღო საკარანტინე რეჟიმი და გაამკაცრა შეზღუდვები.
დღითიდღე უფრო მზარდია კორონავისუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იმ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიის დასაწყის ეტაპზე არც კი ჩანდნენ. როგორია ტენდენცია და შესაძლებელია თუ არა კორონავისურით გამოწვეული კრიზისი წლობით გაგრძელდეს ამ შეკითხვებით „რეზონანსმა" ექიმ-ინფექციონისტს ირაკლი ხმალაძეს მიმართა.
ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პანდემიის წლობით გაგრძელების შანსი მაღალია და ამის მთავარი მიზეზია ის, რომ კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური თვისებები ბოლომდე შესწავლილი არ არის.
„ვინაიდან ბოლომდე არ არის შესაწავლილი კორონვირუსი, მაინც, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ გაგრძელდეს. შეიძლება საკმაო ხანი, რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდეს ამ ვირუსის გავრცელება.
"მაგრამ, იმ რაოდენობით უკვე აღარ იქნება რა რაოდენობითაც თავიდან იყო. იმიტომ, რომ ისწავლეს ქვეყნებმა პრევენციის მეთოდები და შესაბამისად, გარკვეულწილად, მაინც, შემოსაზღვრული იქნება გადაცემათა არეალი.
"თუ არ მოხდება იგივე რაც ვთქვათ იტალიაში მოხდა, როდესაც მაქსიმალურად უგულვებელყვეს ყველა პრევენციის მეთოდი და შესაბამისად, ვირუსის გავრცელება იყო ძალიან მაღალი.
„ჯერ კიდევ „კოვიდ-19"-ის ეპიდემიოლოგიოური თვისებები, თავისებურებები მაინც არ არის ბოლომდე შესწავლილი. იმიტომ, რომ ის აშკარად განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი გრიპოზური ინფექციებისგან და ესაა გასათვალისწინებელი", - ამბობს ირაკლი ხმალაძე.
მისივე თქმით, მსოფლიო ამ ვირუსთან საბრძოლველად კოლექტიურ იმუნიტეტს აუცილებლად გამოიმუშავებს. ასევე, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ როგორც ჩანს პირბადეები პრევენციის ეფექტური საშუალება არ გამოდგა.
„რეალურად კოლექტიკური იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. სიმართლე გითხრათ, აქამდეც უნდა გამომუშავებულიყო პრინციპში და არის კიდევაც ალაბთ, იმიტომ, რომ ის რაოდენობა ვირუსის გავრცელებისა აღარაა, როგორიც დასაწყისში გვქონდა. თუმცა, შედარებით იმატა შემთხვევებმა, იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად გაიხსნა საზღვრები მეტ-ნაკლებად აღდგა მიმოსვლა და ტურიზმი, მიუხედავად პირბადეებისა.
„როგორც ჩანს, პირბადე საკმარისი არაა. ზუსტად ამის გამოა, რომ გარკვეული მატება მოხდა. უბრალოდ, ამ ეტაპზე ჩვენ უნდა ვიცხოვორთ ამ ვირუსთან ერთად და უნდა დავიცვათ თავი", - განაცხადა ხმალაძემ.
ინფექციონისტების დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ ზაფხულის და სიცხის დადგომასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იკლებდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
„ყველანი ველოდებოდით ზაფხულს, რომ ზაფხულის პერიოდში გარკვეულწილად მოხდებოდა ვირუსისგან ინფიცირების რაოდენობის კლება. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იმ დოზით არ მოხდა, როგორც ჩვენ გვეგონა. საერთოდაც, მატება დაიწყო. მაგალითად, ინდოეთში, რომელიც ერთი-ერთი ყველაზე ცხელი რეგიონია.
„ასე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება ვაქცინიზებას და სამკურნალო პრეპარატების არსებობას. უფრო ვაქცინაციას. მე ყოველვის ვამბობ, რომ პრევენციას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მკურნალობას", - ამბობს ხმალაძე.
რაც შეეხება, შეზღუდვებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს, ხმალაძის აზრით, ეს ზარალი შეიძლება გაიზარდოს პანდემიის წლობით გაგრძელების შემთხვევაში, მაგრამ მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა შეზღუდვებზე მნიშვნელოვანია.
„ჯობია შევიზღუდოთ თავი და ჯანმრთელად ვიყოთ, ვიდრე პრობლემები შეგვექმნას", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.