მარიამ ნებულიშვილი
07.07.2020

 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლისთვის საქართველო აშშ-სგან დახმარების სახით 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს. თუმცა შესაძლებელია ამ თანხის 15% ქვეყანას არ გადაეცეს სანამ აშშ-ს კონგრესს არ წარედგინება სახელმწიფო მდივნის ანგარიში საქართველოს მთავრობა ქმედითუნარიან ნაბიჯებს დგავს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და უცხოური ბიზნესების დაცვის კუთხით. ამ კანონპროექტს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოშიც.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონგრესის ეს ნაბიჯი უკვე გაფრთხილებაზე მეტია. მისი თქმით მნიშვნელობა ექნება ასევე, საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებსაც.

„გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე. წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, რთულია. თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, იმიტომ, რომ ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას.

„თანხაში ეს ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ გაჩნდა კითხვები, ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებების შემცირება თუ შეჩერება იმის გამო, რომ საქართველო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს,არ ებრძვის კორუფციას და ა.შ.

„მე მგონია, რომ ამაზე დიდი გავლენა ექნება სახვადასხვა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პრერიოდში მოხდა. ჩვენ თუ ვნახეთ მედიაში ჩარევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენება და არადემოკრატიული პროცესები, მაშინ ეს ჩანაწერი კანონად აუცილებლად იქცევა და მას სხვა შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით ყველაფერი ოპოზიციური სპეკულაციებია და საქართველოსთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

„ოპოზიცია ამას აღიქვამს გამარჯვებად. ეს არის ოპოზიციის სიცრუე. ჩვენ როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციაზე, აშშ-სთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. "ფრონტერას" ხელწერაც იგრძნობა.

"ასევე, არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა და ჯერ კიდევ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს. ასე, რომ ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად",- განცხადა გია ვოლსკიმ.

„რეზონანსთან" საუბრისას „ქართულუი ოცნების" დეპუტატმა რევაზ არველაძემ განცხადება, რომ მას ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის" „ეშმაკობები" ჰგონია.

როგორც ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან საუბრისას ამბობს, მსგავსი პროექტის არსებობა სტრატეგიული პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოში უაღრესად საგანგაშოა და საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კანონპროექტი და ჯერ არა არის კანონი, მაინც, ძალიან საგანგაშო სიგნალია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. იმიტომ, რომ თავად ამ ტიპის დოკუმენტის შექმნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შესაძლებელია არსებობდეს ამ ტიპის საფრთხეები დემოკრატიასთან და კორუფციასთან დაკავშირებული, უკვე მიანიშნებს პრობლემებზე.

„უაღრესად საგანგაშო სიგნალია ის ფაქტიც, რომ გუშინ ქვეკომიტეტში ამის განხილვა მიმდინარეობდა ისე, რომ არავის არ დაუსვამს კითხვა, იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე შეცდომა ხომ არაა პროექტის მომზადებასას? არავის არ გაუპროტესტებია.

„სტრატეგიული პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოში თუნდაც პროექტის სახით ასეთი დოკუმენტის არსებობა, ეს უნდა იყოს უაღრესდად საგანგაშო ქვეყნისთვის და ეს რომელიმე ცალკე აღებული ხელისუფლების პრობლემა კი აღარაა, არამედ უკვე საქართველოს სახელმწიფოს იმ ტიპის შეფასებაა, რომელიც ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება. გაფუჭება ძალიან იოლია და გამოსწორება შემდეგ ძალიუან ძნელია", - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არა შესააძლო სანქციების რაოდენობაში არამედ მის შინაარშია.

„ასეთი საგანგაშო სიგანლის მშვიდად გატარება აბსოლუტურად მიუღებელად მიმააჩნია. ეს საგანგაშო სიგნალია არა იმიტომ, რომ 15%-ზეა აქ ლაპარაკი, არამედ იმიტომ, რომ პრეცენდენტზეა, რომლის მსგავსიც ჩვენს ურთიერთობებში არასოდეს არათუ შექმნილია, შექმის საშიშროებაც კი არ დამდგარა.

პირველად დავდექით იმ ფაქტის წინაშე როდესაც ასეთი რამ შეიძლება კონგრესში გავიდეს. ამიტომ, ის, რომ ეს არის კანონპროექტი ნამდვილად არ იძლევა დამშვიდების საშუალებას", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×