მარიამ ნებულიშვილი
08.07.2020

 „ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს უფრო დიდი კოალიციის შექმნას ვიდრე „ძალა ერთობაშია", ისინი აპირებენ აქტიურ მოლაპარაკებებს წარმოებას სხვა პარტიებთან ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა.

ბარამიძის განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი ინიციატივა მანამდეც ჰქონდა და სიაც შესთავაზეს შალვა ნათელაშვილის შტაბში შეკრებილ პარტიებს თუმცა, მაშინ „ძალა ერთობაშია" ამ წინადადებას არ დასთანხმდა.

„ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ მსგავსი ინიციატივა, შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს, რომ შეგვექმნა უფრო ფართო კოალიცია, რომელიც მოიცავდა ბევრად მეტ პოლიტიკურ პარტიას ვიდრე „ძალა ერთობაშიას" რიგებშია ახლა გაერთიანებული. თუმცა უარი მივიღეთ. ჩვენ მაინც ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტეია, რომ ეს გაერთიანება იყოს რაც შეიძლება ფართო და ბევრი პოლიტიკური პარტიისგან დაკომპლექტებული. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ურთიერთობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც გამოთქვას „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის მზაობას", - ამბობს ბარამიძე.

როგორც ბარამიძე ამბობს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დასაწყებად „ნაციონალური მოძრაბა" ელოდება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ „ძალა ერთობაშია" უარს იტყვის შედარებით ფართო კოალიციის შექმნაზე, ჩვენ მაინც განვიხილავთ საკითხს მათთან ერთად, იგივე „ძალა ერთობაშიასთან" მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ იყო შემთხვევები და არაერთი როდესაც ამ გაერთიანებამ სრული იგნორირება გაგვიკეთა. მაშინ, როდესაც ჩვენთან შეთანხმებს გარეშე დაასახელა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი და ასევე თაკო ჩარკვიანის კანდიდატის დასახელლების შემთხვევაში. ყველას აქვს უფლება ისე იმოქმედოს, როგორც სურსმ თუმცა ერთმანეთის აზრის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვფიქრობთ უფრო ფართო კოალიციის შექმნას, თუმცა, უშუალოდ რომელიმე პარტიასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, ამ თემაზე „ძალა ერთობაშიას" გუნდთან ერთადაც ვიმსჯელებთ", - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით არაა გამორიცხული ფართო კოალიციის შექმნა, რომელიც ახალი პოლიტიკური პარტიებითაც იქნება დაკომპლექტებული.

"ნაციონალურა მოძრაობა" არ საუბრობს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებთან მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკება.

პოლიტიკური კოალიცია „ძალა ერთობაშია" 2018 წელს ჩამოყალიბდა, ამჟამად კოალიციაში 12 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×