რეზონანსი
08.07.2020

"ამ არჩევნებზეც ვერც ერთი პარტია განსხავავებულ და ახალ პროგრმას ვერ შესთავაზებს ამომრჩეველს და ვერც "ოცნება" დაწერს ახალ ბიბლიას, მაგრამ "ოცნების" მთავარი გზავნილი უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების გაუმჯობესება" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა შანსებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მიღებულია, პოლიტიკური ძალები არ ჩქარობენ საარჩევნო გეგმების გამხელას და არც პროგრამები შეუთავაზებიათ თავიანთი ამომრჩევლისთვის?

იგორ კვესელავა: პროგრამების წარდგენა საჩქარო არ არის, რადგან არჩევნებმდე დრო რჩება. ნაჩქარევად პროგრამები არ იქმნება, მას თავისი დრო აქვს, მაგრამ არა მგონია, რომ ამ არჩევნებზე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ახალი და განსხვავებული პროგარმა შესთავაზოს ამომრჩეველს, განსხვავებული პროგრამა ჰქონდა ზვიად გამსახურდიას.

ვერც "ოცნება" შექმნის ახალ ბიბლიას, მაგრამ მის პროგარმაში საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს სოციალ-ეკონომიკურ საკითხებს. მისი მთავარი გზავნილი უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების გაუმჯობესება. ბოლო დროს ქალაქში რომ ვმოძრაობ, გაოგნებული ვარ, ასეთი რამ არ მინახავს, ადრე თუ სამი ოთხი კაცი მხვდებოდა ქუჩაში ხელგაწვდილი სათხოვნელად, ახლა ყოველდღე 20 კაცი მხვდება, სულ მცირე 18 ლარი უნდა მედოს ჯიბეში რომ თითოეულ მათგანს რაღაც ვუწილადო. რა ვქნა ვანაწილებ და ვაძლევ. ნახეთ როგორ გაძვირდა წამლები, ხილი, თითქმის გაორმაგდა. რა ქნას ხალხმა, მშიერი იყოს?

ოპოზიციამ რა პროგარმა უნდა წარმოადგინოს. ძველ ქართულში ოპოზიციას "მაბრალებელი" ჰქვია. ეს სიტყვა ზუსტად შეეფერება დღევანდელ ოპოზიციას. მარტო ენას ატლიკინებენ, ოპოზიციის მთავარი მოტლიკინეები არიან გოცირიძე, სამადაშვილი და ბოკუჩავა, შავლვა ნათელაშვილი, ხოშტარია, ისინი არიან დამრტყმელი ძალა, დანარჩენი თანა-მოტლიკინეები. ისე, "ოცნებასაც" ჰყავს თავის მოტლიკინეები და თანა-მოტლიკინეები. ტლიკინით კი საქმე არ კეთდება. დღეს და ხვალ რომ წარმოადგინოს "ოცნებამ" თავისი პროგრამა, ოპოზიციას მეტი საქმე კი არ აქვს, სულ წერტილ- მძიმით გაარჩევენ. შეიძლება მიითვისონ კიდეც. "ოცნება" თუ დაწერს პენისონერს 30 ლარს მოვუმატებო, ოპოზიცია იტყვის 35 ლარსო.

"რ": ხელისუფლება აცხადებს, რომ მაჟორიტარ კანდიდატებს რამდენიმე კვირაში დაასახელებს, ახალ პარტიულ სიას კი საზოგადოებას სექტემბერში წარუდგენს.

ი.კ: "ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, რომ წარმოადგინოს ისეთი ხალხი, რომლებსაც ეცოდინება წერა-კითხვა. ლენინი რომ ამბობდა "ნებისმიერ კუხარკას შეუძლია სახელმწიფო მართოსო" ასე არ არის. საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხვდნენ განათლებული ადამიანები, ისეთები, რომლებსაც ექნებათ პოლიტიკური ალღო, გონებრივი და ქონებრივი შესაძლებლობები. და არა ისინი, მარტო ხელის ასაწევად რომ შეჰყავთ პარლამენტში.

"რ": მაჟორიტარებთან და საარჩენო სიასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან ოპოზიციაში. "ძალა ერთობაშია" შემავალ პარტიებს პრეტენზიები აქვს "ნაციონალური მოძრაობასთან", რომელმაც 10 პარტიასთან გააფორმა მემეორანდუმი და შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციური ფორმით შავიდოდნენ, ახლა როგორც ჩანს, ამ ვალდებულებას პარტნიორებთან "ნაციოანალური მოძრაობა" არ ასრულებს.

ი.კ: არ იცოდნენ ბაჩუკი ქარდავამ ან პაატა დავითაიამ ასე რომ იქნებოდა? ბაჩუკი ქარდავას პარტიაში სულ 11 კაცი ჰყავს, ალბათ ამდენივე ეყოლება პაატა დავითაიას. მხარდამჭერები ალბათ თითოს 12 კაცი თუ ეყოლება, თავისი პარტიის წევრები და რატომ უნდა გავიდეს მათთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ყველაზე მეტი რესურსი აქვს?! აგვისტო-სექტემბერში მათ შორის ურთიერთობა უფრო გამძაფრდება, რადგან პარლამენტში ადგილები არის შეზღუდული...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×