რეზონანსი
11.07.2020

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ქართველი კალათბურთების თორნიკე შეგნელია მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება:

"თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება საქართველოს დაუძინებელი მტრის, ოკუპანტი რუსეთის კლუბში გადასვლის შესახებ, რბილად რომ ვთქვა არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი ანტიპატრიოტული ნაბიჯი, უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველთა ნაწილი ამას ვერ იაზრებს და ამართლებს თორნიკეს ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ერად ვერ ჩამოვყალიბდით, ჯერ კიდევ ტომი, ან ჯოგი ვართ, რომელსაც ღირსება და სამოქალაქო თვითშეგნება არ გააჩნია, პირადი გადარჩენის ინსტიქტებით ვაზროვნებთ. მართებულია და ზედმოჭრილი დიდი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: "ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო ის ეგონა".

აფხაზეთის და ჩრდილო ქართლი ვიდრე ოკუპირებულია, ვიდრე ქართველებს ხოცავენ და იტაცებენ, ვიდრე შენი თანამემამულეები გამოყრილი არიან მათი სახლებიდან რუსეთის ძალით, ვიდრე "ანწუხელიძეებს" და "ტატუნაშვილებს" გვიხოცავენ, შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან არის ამ გმირების საფლავებზე დაფურთხება. სიბრიყვეა იძახო პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო, მამულიშვილობა და პატრიოტიზმი სპორტსაც სჭირდება და სპორტსმენსაც! დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული, ვინც არ უნდა იყოს იგი", - წერს დეკანოზი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×