
ქართულ–ესპანური ასოციაციის „ქართველები ბურგოსში“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი თეა კუბლაშვილი გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს:
"19 წლის ბიჭი მოკლეს და ეჭვმიტანილთა მშობლებს ნახევარ საათში ძვირადღირებული ადვოკატები ჰყავდათ აყვანილი, ეს თუ იცით, ის რატომ არ გინდათ იცოდეთ, რომ ადვოკატი ღმერთთან ვერ ჩაგიდგებათ შუაში.
ოთხი დღე-ღამე სხვის შვილს მდინარე დაათრევდა და თქვენ ადვოკატებს ეძებდით… რატომ არც ერთ მშობელს აზრად არ მოგივიდათ, რომ შვილისთვის გეთხოვათ, სიმართლე ეთქვა, თქვენი შვილის ტოლა ბიჭს დედა რომ ეძებდა ჭალა-ჭალა.
მკვლელები უნდა დაისაჯონ! პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს.
25-კაციანი ქორწილი გადაიხადა კაცმა და დააჯარიმეს, 10 წელი უნდა იმუშაოს ჯარიმის დასაფარავად საქართველის ხელფასების მიხედვით. გოგონამ თავის დაბადების დღეზე ბილეთები გაყიდაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავს, ბილეთები გაყიდა? რა დისკოთეკა მოაწყო და ეს არავინ იცოდა? სად იყვნენ მშობლები? რატომ არის კანონი ერთი კაცისთვის და მეორესთვის არა? რას ჰქვია საბურთალოელი უცხოა და ნახალოვკელი შენიანი, სად ხართ, ხალხო, ჩარჩენილი, თუ იცით? არ უნდა დამთავრდეს ეს სიბნელე? რა დაგვემართა ქართველ ხალხს?
სულით ხორცამდე შემძრა იმ ამბავმა, როცა გავიგე, რომ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა იცოდა მათი თანატოლების გასაჭირი, მათ კი „ქეიფი” გააგრძელეს მეორე დილამდე და თან ფოტოებს იღებდნენ.
რატომ ასეთი გულგრილობა და ეგოიზმი? აღზარდეთ შვილები ადამიანებად.
ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა მიიღო ამ დიდ ტრაგედიაში.
ვწუხვარ და თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს და მთელს საქართველოს. თვალს ვადევნებ პროკურატურის გამოძიებას და იმედი მაქვს სამართლიანი განაჩენის. საზოგადოებას სჭირდება სამართლებრივი გარანტიები, მომავალი თაობა კანონიერ და სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა აღიზარდოს“, – წერს თეა კუბლაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე