
მანანა გვასალია 12 წელია ვაჟის, მომღერალ ჯაბა ბოჯგუას, სიცოცხლისთვის იბრძვის. ჯაბა ბოჯგუას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული უკვე 12 წელია. მას საკუთარი ძალებით, მხოლოდ დედა უვლის.ჯაბას მდგომარეობა, როგორიც თავიდან იყო ისეთივეა, არც უარესობაა და არც უკეთესობა. ძალიან ვწვალობთ, ძალიან მიჭირს, უკვე ენერგიაც აღარ მაქვს, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ამის ლაპარაკი არ შველის, რადგან ჩემს მეტი ჯაბას პატრონი არავინ არ ყავს. მე, რომ რამე მომივიდეს ჯაბას რა ეშველება არ ვიცი. რაც დედაჩემი გარდაიცვალა გავნადგურდით. მისი თქმით, ჯაბას მგრძნობელობა აქვს და თუ რამე არ მოსწონს მუდამ ანიშნებს.
„მგრძნობელობა აქვს, მაგრამ თვითონ, რომ რამე გაგრძნობინოს ეს არ შეუძლია. მე ვხვდები, როცა რამე არასწორად გამომდის ან ხელს წამართმევს, ან სახეზე შეეტყობა. სულ ველაპარაკები, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის. რამოდენიმე თვეში 12 წელი შესრულდება რაც ასე ვართ მე და ჯაბა.", - აცხადებს ჯაბა ბოჯგუას დედა.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე