გვანცა ღვედაშვილი 04.07.2016 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
| ლიკა ამირაშვილი 02.07.2016 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციას საქართველო სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს. დიპლომატი ამბობს, რომ ევროკავშირი და გერმანია ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.
| გვანცა ღვედაშვილი 01.07.2016 1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია იმართება. მას ის რუსი დეპუტატებიც დაესწრებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი აქვთ დარღვეული.
| გვანცა ღვედაშვილი 30.06.2016 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგი წერეთლის კანდიდატურა "ევროპის სახალხო პარტიამ" წარადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. როგორც პოზიცია აცხადებს, ისინი გიგი წერეთელს მხარს არ დაუჭერენ.
| გვანცა ღვედაშვილი 29.06.2016 "რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია პალ-მა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7% მისცემდა.
| ნინო ქეთელაური 28.06.2016 თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს - შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი უკვე მოაწერა. "მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა
| სალომე სარიშვილი 27.06.2016 ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ ერთჯერადი გავლენით ახსნა, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე მოხდა. მინისტრის განცხადებით, ამ ფაქტორმა ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება გამოიწვია, რაც თავისთავად ჩვენს ვალუტაზეც აისახა. ქუმსიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ვალუტა მაშინ გაყიდონ და იყიდონ, როცა ეს სჭირდებათ.
| ნინო ქეთელაური 25.06.2016 დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს. ამომრჩევლის 51,9%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო.
| ელზა პაპოშვილი 24.06.2016 1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება. მას ის რუსი დეპუტატებიც დაესწრებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი აქვთ დარღვეული.
| გვანცა ღვედაშვილი 23.06.2016 მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და საქმეზე გამოძიება შეწყდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს კიწმარიშვილის ძმა ზურაბი, რომელიც აცხადებს, რომ ეროსი თავს არ მოიკლავდა, რადგან მას ჰქონდა უამრავი გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა. მისივე აზრით, თვითმკვლელობის ვერსია მცდარია და საქმის დახურვა ნაჩქარევი იყო.
| გვანცა ღვედაშვილი 22.06.2016 ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზირება, მცდელობები არის, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
| ნინო ქეთელაური 21.06.2016 პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს.
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|