ია აბულაშვილი
05.03.2015

 "რისი თქმაც გარანტირებულად შეიძლება, ის არის, რომ წლის განმავლობაში რაიმე ეკონომიკური წინსვლა არ იქნება, არც რეფორმები, რადგან ამის რესურსი ხელისუფლებაში, უბრალოდ, არ არის," - განაცხადა დემურ გიორხელიძემ, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თეა ბეჟიტაშვილი
05.03.2015

 "თუ სააპელაციო სასამართლო და მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ამის შედეგად "არემჯი გოლდი" საყდრისზე სამუშაოების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

ლიკა ამირაშვილი
05.03.2015

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გუშინ იპოთეკით დაზარალებულების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც იპოთეკით დაზარალებულთა ბინებიდან გამოსახლების შეჩერებას და პარლამენტის თავმჯდომარეთან შეხვედრას ითხოვენ. ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

ელზა პაპოშვილი
05.03.2015

შიდა ქართლის ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებიდან ერთი კვირის განმავლობაში სამი ადამიანი გაიტაცეს. გორის რაიონის სოფლებიდან, ქერედან და ქვეშიდან, ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ქეთა ციცქიშვილი
05.03.2015

მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად ემზადება. მთავარი პროკურატურის განმარტებით, ახალი დეპარტამენტი სხვა დანაშაულთან ერთად ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტებზეც იმუშავებს.

ელზა პაპოშვილი
05.03.2015

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ახმეტის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტიეტის გამგეობის მიერ სამი ავტომობილის შესყიდვის საკითხს აპროტესტებს. გამგებელს კი მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით, პირიქით, საბიუჯეტო სახსრები დაზოგა და ბრალდების შინაარსი უკვირს.

სალომე სარიშვილი
05.03.2015

"პირადად ვნახე ათენში ქართველი ქალბატონების რიგი სალაროებთან, რომლებიც აქ ოჯახებს გადმორიცხული თანხით ინახავენ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხალხის სულისკვეთება გმირობის ტოლფასია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ ჩვენი ბიუჯეტის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. იქ დასვენების ან გართობის ელემენტარული ნიშანწყალიც კი არ მოიძებნება, ესაა ცხოვრებისთვის ბრძოლის კლასიკური მაგალითი. ვფიქრობ, ეს ქალბატონები ძეგლის ღირსნიც კი არიან," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

თიკო ოსმანოვა
04.03.2015

 უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დასაქმება გრძელდება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უკრაინის რეფორმების საერთაშორისო ცენტრის წამყვანი ექსპერტი გახდა.

თაია არდოტელი
04.03.2015

 თბილისის აეროპორტში ბოლო ერთ თვეში გაძვირებულ და გართულებულ პარკინგს, რასაც ბევრი მგზავრი უჩივის, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ფეისბუკზე საკმაოდ მწვავე პოსტი მიუძღვნა.

ია აბულაშვილი
04.03.2015

 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკურ "ინფრასტრუქტურაში", "რეზონანსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
04.03.2015

დავით საგანელიძემ წასვლა გადაიფიქრა და კოალიციის წევრების ნაწილს ერთგვარი ნიშნის მოგებითაც კი განუცხადა, რომ "ზოგიერთებს იმედი უნდა გაუცრუოს" და არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს.

სალომე სარიშვილი
04.03.2015

კინემატოგრაფისტების ბრალდებას, თითქოს კინოცენტრი კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიერთებას გეგმავს, კატეგორიულად უარყოფს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ საუბარი არც ერთ უწყებაში არ ყოფილა. ამბობს, რომ ასეთი მოსაზრება მთლიანად არღვევს კანონს კინოს შესახებ, შესაბამისად, არც არავის გასჩენია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×